• რეკლამა
  • კონტაქტი
06:43, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანიტას მერე ამოვიღე კითხვა “რატომ?” მოუნდება ბედს და გადაგჯეგავს… – რას წერს ანიტა ფაცაციას ბებია

ალია ავტორი - ალია
00:08 06-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ანიტას მერე ცხოვრებასთან მიმართებით ამოვიღე კითხვა “რატომ?” იმ დღიდან ჩემთვის აღარ არსებობს არანაირი ლოგიკა და სამართალი. აი, უბრალოდ მოუნდება ცხოვრებას, ბედს, იღბალს, ან რაღაც სხვას, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია და გადაგჯეგავს, მიწასთან გაგასწორებს, ბოლოს ჩაგჩურჩულებს “თუ მომინდება, კიდევ მოვალ და რასაც მომინდება იმას ვიზამო” და დაგტოვებს კაცმა არ იცის რა დროით.

ამის მერე, თუ ოდნავ მაინც შემოგრჩა ძალა, იწყებ ნელ-ნელა აზრზე მოსვლას და ფეხზე დადგომას. თუმცა ხვდები, რომ ეს ის სამყარო აღარაა. ყველაფერი იგივეა, მაგრამ სამყარო მაინც სხვაა. მოგვიანებით კი ხვდები, რომ მიზეზი შენ ხარ. უფრო სწორედ ის, რომ შენ აღარ და ვეღარ ხარ ის, რაც აქამდე იყავი.

იცით ამ ცხოვრების მთელი ცინიზმი რაშია? მაინცდამაინც ამხელა ტკივილი რომ სჭირდება ადამიანს აზრზე მოსასვლელად და უამრავი რამის გადასაფასებლად.

მერე? მერე იმდენი რამ გეჩვენება სისულელედ, რაც მანამდე მნიშვნელოვანი იყო და გებრალება (ხო, აი, ასეთ ცხოვრებისგან გადაჯეგილს გებრალება) ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან და არ იციან, არ აქვთ ბედნიერების აღქმის და ბედნიერებით ტკბობის უნარი. გინდა შეაჯანჯღარო ისინი, მაგრამ ხვდები, რომ ამით მხოლოდ მათ გაბრაზებას და წყენას გამოიწვევ, უარეს შემთხვევაში კი მათგან აგრესიას მიიღებ, შენ კი ამისი ნერვი აღარ გაქვს და არავისაც არაფერსაც აღარ ეუბნები. უბრალოდ გებრალება, რომ აქვთ და ვერ ირგებენ. მორჩა. მათი სიბრალულის მიღმა და რეალურად კი შენი თავი გებრალება ამ ტრაგედიამდე, რადგან შენც ასეთი იყავი – უსაშველოდ ბედნიერი, მაგრამ უამრავი სისულელით იმახინჯებდი ამ ბედნიერებას.

ამ ყველაფრის მერე აკვიატება დამეწყო, სულ მინდა გავცე რაღაც პოზიტიური (ვხვდები, რომ, რატომღაც, ესეც გამაღიზიანებელია და ვცდილობ დოზირებას). და ველოდები, ზოგჯერ მოთმინებით, ზოგჯერ კი მოთმინებანაღალატევი, ისედაც აბსურდულ და დაუნდობელ რეალობას შეჩეჩებული ადამიანები როდის მივხვდებით, რომ საშველი ჩვენშია, ჩვენს ურთიერთობებში, ერთმანეთისათვის სიტყვის, სითბოს, ხელის შეშველებაში. ჩვენ კი რა დღეში ვართ, რას დაგვამსგავსეს, სრულიად შეგნებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ წაგვართვეს და რაში გაგვაცვლევინეს ბედნიერებით ტკბობის და ბედნიერების აღქმის უნარი?!

დავიბრუნოთ, რა, დავიბრუნოთ საკუთარი და სხვისი ბედნიერებისთვის ცხოვრების სურვილი! გაუსაძლისია და მზარავს უკვე იმის ყურება, თუ რაზე ვახურდავებთ ყოველ დღეს და წუთს.

სხვისი არ ვიცი და მე სანთლით ვეძებ ადამიანებს, ვინც სიყვარულით და ბედნიერებით ცხოვრობენ მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არგუნა მათ ცხოვრებამ ისინი. ვეძებ იმიტომ, რომ ადამიანი ვარ და მჭირდება; მჭირდება და ამიტომ მინდა მეტი, ბევრი, ძალიან ბევრი ყოველ დილით სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის გაღვიძებული ადამიანი.

P.S. ჩემს გამო არ ვწერ ამას, ჩვენს გამო ვწერ, ყველას გვჭირდება ეს”

შეგახსენებთ, ანიტა ფაცაცია 2020 წლის 14 აგვისტოს 3 წლის გახდებოდა. იგი 1 წლის წინ ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

თეგები: ანიტათამუნა გლურჯიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved