• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანი წითლიძე გაფუჭებული რადიოსავით იმეორებს: “ივანიშვილი კლავს“ – ნიკოლოზ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
14:55 09-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ მეტრეველი:

ანი წითლიძე რამდენიმე დღეა გაფუჭებული რადიოსავით იმეორებს შემდეგ ფრაზებს: „მკვლელი ხელისუფლება“, „ივანიშვილი კლავს“ და სხვა მსგავს ფორმულირებებს.

23 სექტემბერს მან სუს-ის თანამშრომლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ „ივანიშვილი კლავს თქვენს მეგობრებს, თქვენს თანამშრომლებს და საქართველოს მოქალაქეებს“. მსგავსი უსინდისო სიტყვები უკვე ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკა აღარ არის, ეს არის ბრალდება, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულება სჭირდება.

განსაკუთრებით ამაზრზენია ეს რიტორიკა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომლის ხელისუფლების პერიოდზე ოფიციალურ საერთაშორისო ანგარიშებში დოკუმენტირებულია პატიმართა სისტემური წამება, არაადამიანური მოპყრობა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოძიებებმა სააკაშვილის ადმინისტრაციის პერიოდში თითქმის ყველა ციხეში სისტემური წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოავლინა; იმავე ანგარიშში აღწერილია ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება და გასამართლება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების საქმეებზე.

აქედან გამომდინარე, როცა სხვას ყოველდღიურად „მკვლელს“ უწოდებ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გკითხოს: სად არის მტკიცებულება და როგორ პასუხობ შენი პოლიტიკური ძალის ხელისუფლების პერიოდის მძიმე მემკვიდრეობას?

დღესაც, ნაცების რეჟიმის დროინდელი არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არის ციხეში. მეგის ქარდავა პატიმრობაშია და 2026 წლის 22 სექტემბერს მას კიდევ ერთ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე, 2026 წლის ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ საჯარო მოწოდების საქმეზე.

ქალბატონო ანი, ამ ფონზე მორალური აღმატებულობის პოზიდან სხვისთვის „მკვლელის“ ძახილი განსაკუთრებით მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს. და როცა ასეთი მძიმე სიტყვებით გამოდიხარ, უმჯობესია ჯერ მეგის ქარდავას საქმეებსაც უფრო კარგად გაეცნო, რადგან იქ უკვე არა პოლიტიკური ლოზუნგები, არამედ სასამართლოს კონკრეტული განაჩენებია, რომელსაც ხმამაღალი სიტყვებით ვერასდროს წაშლით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved