• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე 11 მაისის გაფართოებული კრების დეტალებზე

ალია ავტორი - ალია
18:59 05-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მედიას 11 მაისს ჩანიშნული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღის წესრიგი და ღონისძიების დეტალები გააცნო.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე მოხდება სტუმრების და დელეგატების მიღება.

მისივე განმარტებით, ღონისძიება ტელევიზიით ნაწილობრივ გაშუქდება, კერძოდ, პირდაპირ ეთერში იქნება საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლა აღარ გადაიცემა მედიის საშუალებით, ხოლო საბოლოო შედეგის გამოცხადება მოხდება პირდაპირ ეთერში.

„მოგეხსენებათ, მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ხვალ ჩანიშნულია გაფართოებული კრება, ნომრით მე-14. ამ კრებაზე იქნება კენჭისყრა სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით დეტალები ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული. ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილია სია იმის მიხედვით, როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა, ამით მოხდება იდენტიფიცირება სიასთან. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე – უნდა მოხდეს სტუმრების, დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება მზადება კენჭისყრისთვის. მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ნაწილობრივ გაშუქებული იქნება ეს ღონისძიება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით. ნაწილობრივ იქნება გაშუქებული, რადგან ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. უკვე დასრულების შემდეგ, თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ საჭირო ინფორმაციას და კადრებს. კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა, საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ასეთია ხვალინდელი დღის წესრიგი. მანქანებით მისვლა იზღუდება და შესაბამისად, განცხადება გაკეთდა უკვე. ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან და მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც მიდის საკათედრო ტაძარში. ეზოში შემოსვლა, ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved