ფოტო – ტვ პირველი
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი ბუბა კიკაბიძოს სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
ქართველი მსახიობი და მომღერალი ქაშუეთის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად საქართველოში ჩამოსვლას უამრავი ქვეყნის დელეგაცია აპირებს, მათ შორისაა უკრაინისაც.
კიკაბიძეს ხუთშაბათს ფილარმონიიდან, იმ საკონცერტო დარბაზიდან, გამოასვენებენ, სადაც უამრავი კონცერტი აქვს გამართული.
ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კომენტარები