ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს.
„ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
„გამოვლინდა 527 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: საბედნიეროდ, შემცირდა აჭარაში რაოდენობა, სადაც დღეს არის 190 შემთხვევა, თბილისში – 179 , იმერეთში – 91, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 10, მცხეთა – მთიანეთში – 3, გურიაში – 3, კახეთში – 11, სამცხე- ჯავახეთშუი – 1“, – განაცხადა ენდელაძემ.
კომენტარები