სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – ნათვამია უწყების განცხადებაში.











კომენტარები