• რეკლამა
  • კონტაქტი
04:48, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამოატივტივა ღირებულებათა ის აჯაფსანდალი, რომელიც საუბედუროდ ე.წ. პრო-დასავლეთელების საერთო ქოლგის ქვეშ თუხთუხებს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:22 08-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,091
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
უკარგესი, სამაგალითო ახალგაზრდა კაცის უსასტიკესი მკვლელობის საქმემ და ამ ახალგაზრდა კაცის ასევე უკარგესმა და სამაგალითო დედამ გარდა იმისა, რომ წესიერი და პატიოსანი ახალგაზრდებისათვის უაღრესად საშიშ ქვეყანაში ძალიან საჭირო და პირდაპირი მნიშვნელობით არაერთი სიცოცხლის გადამრჩენი იურიდიული პრეცედენტი დააფუძნა, დამატებით, ზედაპირზე ამოატივტივა ღირებულებათა ის აჯაფსანდალი, რომელიც საუბედუროდ ე.წ. პრო-დასავლეთელების საერთო ქოლგის ქვეშ თუხთუხებს და რომლის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანება ერთი მთავარი, უზენაესი ღირებულების პლატფორმაზე.
წამქეზებლის ადექვატური დასჯის პრეცედენტის დაფუძნებას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქალბატონის შეუპოვრობას უნდა ვუმადლოდეთ და არა სახელმწიფოს, რომელმაც კრიმინალის მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკის მეშვეობით გახადა ქვეყანა საშიში წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეებისათვის. რომ არა “გაგებით მოეკიდეთ!” პოლიტიკა, არც არასრულწლოვნების მძვინვარე ბანდა იპარპაშებდა ქვეყანაში და არც არანაირი პრეცედენტის შემოღება არ იქნებოდა საჭირო. ისევე როგორც მედიცინაში, დანაშაულის აღმოფხვრაშიც პრევენციას უჭირავს ყველაზე ეფექტური ადგილი და არა უკვე ჩამოყალიბებულ კრიმინალთან ბრძოლას.
რაც შეეხება დასავლურ ღირებულებებს, უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ დასავლეთი აღარ წარმოადგენს პრაქტიკულად ერთგვაროვან, ლიბერალურ-კონსერვატიულ სივრცეს, როგორსაც ვიცნობდით სსრკ-ს დანგრევამდე. თანამედროვე დასავლეთი დაყოფილია კომუნისტურ, სოციალისტურ, ნაციონალისტურ და კლასიკური ყაიდის ლიბერალურ-კონსერვატიულ ღირებულებებად.
შესაბამისად, ქართული პრო-დასავლური ფრთაც ანალოგიურ სპექტრებად არის დაყოფილი და ბუნებრივია, რომ კომუნისტები და სოციალისტები სრულიად განსხვავებულ პლატფორმაზე დგანან ლიბერალ-კონსერვატორებთან შედარებით.
ქართული ოპოზიციის ღირებულებათა აჯაფსანდალი სწორედ დასავლურის შედეგი და გამოძახილია. საუბედუროდ, ჩვენ არ გვყვანან იმ მასშტაბის მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომ მათ შეძლონ კლასიკურ დასავლურ ლიბერალურ-კონსერვატიზმზე აქცენტის აღება, რადგან მათი საერთაშორისო კონტაქტები და დაფინანსებაც ბევრად ჩამორჩება დასავლეთელ სოციალისტ-კომუნისტთა მიერ გამოწვრთვნილ და დაფინანსებულ ენდემურ ორგანიზაციებს. შედეგიც სახეზეა.
ბუნებრივია, ასეთ ქაოსში ძალიან მარტივია პათოლოგიური სოციალისტურ-კომუნისტური იდეოლოგიის დასავლეთურად გასაღება, რაც ეროვნულ-კონსერვატიული სპექტრის მოქალაქეების გააფთრებას ადვილად ახერხებს და მერე შეუძლებელი ხდება კლასიკური დასავლური ლიბერალურ-კონსერვატიული იდეოლოგიის პლატფორმიდან საუბარი.
ანალოგიური პროცესი განვითარდა თავის დროზე ირანშიც, სადაც პრო-დასავლეთელმა სოციალისტ-კომუნისტებმა აიათოლების რეჟიმის დაფუძნებას ხელი შეუწყვეს კლასიკურ ლიბერალურ კონსერვატიზმთან კინკლაობის საფუძველზე და მერე თავად გახდნენ რეჟიმის მსხვერპლი.
სწორედ ამ პროცესის ერთერთ ქვესახეობას ვაკვირდებით მოქმედებაში ამ დღეებში, სადაც პრო-დასავლურმა აგრესიულმა კომუნისტებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პათოლოგიური ღირებულებები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved