ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ლევან ხაბეიშვილის წერილს ეხმაურება:
,,რა თქმა უნდა, ხაბეიშვილის პოსტი, რომლის დაწერაშიც, დარწმუნებული ვარ სააკაასვილის ხელიც ურევია, (საერღოდაც მისი ნააზრევი მგონია, მაგრმამ საკუთარი სახელით გამოქვეყნება არ მოუნდა) ლიბერალური ღორებულებების ადამიანებს არც უნდა მოგვწონებოდა და კრიტიკაც სწორად წამოვიდა, მაგრამ ეს პოსტი სულაც არ იყო გათვლილი ჩვენზე.
ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში სააკაშვილმა, რომ ამ ქვეყანაში მოსახლოების 80 პროცენტი მორწმუნეა და კონსერვატიული ღირებულებისაა, არჩევნები კი, როგორც ტარანი თვლითაა. იქ პროფესორსაც და გლეხსაც თითო ხმა აქვს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხმა არ იწონება, ითვლება, კიდევ სხვანაირად: არჩრვნებში რაოდენობაა მთავარი და არა ხარისხი.
ესაა დემოკრატიის მთავარი მინუსი და ვისაც ამაზე მორგება არ შეუძლია, ის პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევს. ამიტომ არ ხართ თქვენ პოლიტიკოსები და ხართ აქტივისტები, ამიტომ ჭირს პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლაც, ამიტომ აღწევენ პოლიტიკაში წარმატებას უმეტესად საშუალო ინტელექტის ადამიანები და არა ინტელექტუალები. ინტელექტუალები მერე მათ ემსახურებიან, ან მათ პილიტიკას აანალიზებენ .
აქტივისტობა გულისხმობს იბრძოლო იმისთვის რისიც გწამს, ხოლო პოლიტიკოსობა გულისხმობს, მოერგო იმას, რისიც უმრავლესობას სწამს.
ყველა ის პარტია, რომელიც ამ პრინციპით არ ხელმძღვანელობს, არის ნიშური ანუ არჩევნებზე იღებს ერთ, ან ორ პროცენტს.
ამიტომაც სავსეა ოპოზიცია ერთ და ორ პრპცენტიანი პარტიებით, ამიტომაც სავსეა ოპოზიცია აქტივისტებით და არა პოლიტიკოსებით. როგორ წარმოგიდგენიათ ერთი და ორ პროცენტიანი ნიშური პარტიებით ხელისუფლების დამარცხება?
თქვენ მართლა გგონიათ, ნორმალურია დღეს ოპოზიციაში ქრისტიან-დმეოკრარიული ღირებულებების პარტია რომ არ არსდბობს? ევროპის შუაგულში არსებობს და ჩვენთან არა. ეს ნორმალურო გგონიათ?!
თქვენ ნორმლური გგონიათ, რომ საქართველოში, სადაც 80 პროცენტი მორწმუნეა, ოპოზიციაში არ არსებობს პარტია, რომელსაც საპატრიარქოში მიესვლება? არ არსებობს პოლიოტიკოსი, რომელსაც პატრიარქი ხელს ჩამოართმევს?
თქვენ რა გგონიათ, ივანიშვილს სწამს ღმერთის? კაცმა თავის პირველივე ინტერვიუში თქვა, იმქვეყნიური ცხოვრების არ მწამსო, მაგრამ მერე სანთლებით ხელში დარბოდა და “ოცნება” მთლიანად გადააწყო კონსერვატიულ ნარატივზე.
როდის გააკეთა ეს? როდესაც ელექტორალურად გაუჭირდა.
ახლა იტყვით, ჩვენც ივანიშვილს ხომ არ დავემსგავსებითო. ეს საკითხის არასწორი დაყნებაა და პილიტიკის ანი-ბანის არცოდნა. კი არ უნდა დაემსგავსო, ელექტორატი უნდა წაართვა მის ველზე უნდა შეიჭრა და იქ დაამრცხო. ამის გარეშე მას ძვრასაც ვერ უზამ. ასე დაამრცხა მადიარმა ორბანი.
სააკაშვილმაც და ხაბეიშვილმაც კარგად იცოდნენ, რომ იმ პოსტს ლიბერალური ბანაკის წყევლა-კრულვა მოყვებოდა, მაგრამ მათ ფეხებზე კიდიათ ეს, რადგან იციან, ჩვენ ამ ქვეყანაში დიდი უმცორესობა ვართ.
სამწუხაროდ, ესაა ჭეშმარიტი პოლიტიკოსის საქციელი.
რაც უნდა მტკკვნეულად ჟღერდეს ეს, ამ ქვეყანაში, თუ პოლიტიკოს, უნდა უმრვალეოსბის მხარდაჭერის მოპოვება ანუ ხელისუფლებაში მოსვლა და არა ერთპროცენტიანი ნიშის დაკავება, ჩვენი ანუ ლიბერალების აზრი ფეხებზე უნდა ეკიდოს და ქრისტიან-დემოკრატიულ ღირებულებებს მიაწვეს.
სხვა საკითხოა, სააკააშვილისიგან და “ნაციონალურო მოძრაობისგან” რამდენად გამოვა ქრისტკან-დემოკრატიული პარტია.
მიშა და ნაცმო მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში იმდენად დისკრედიტირებულოა, რომ საეჭვოა მათ რამემ უშველოს, ამიტომ კარგი იქნება ამ ნიშას რომელიმე ახალი პარტია თუ დაიკავებს.“














კომენტარები