• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამით რუსეთი ვითომ შეაშინეს…“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:25 09-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,675

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ პაშინიანი რუსთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან ურთიერთობის აწყობას ცდილობს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

– პაშინიანი რუსეთზე გაბრაზებულია და ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ სომხეთი რუსეთთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს და დასავლურ კურსს ირჩევს. ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. ერთ წუთსაც არ იფიქრო, რომ ასე მოხდება. სომხეთი არის  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების  ორგანიზაციის –ოდკბ–ს წევრი და ამ ორგანიზაციაში მთავარი  ქვეყანა რუსეთია. ოდკბ–ს წევრი არ არის აზერბაიჯანი.  სომხეთ–აზერბაიჯანის არც ერთი ომის დროს, რუსეთს და ოდკბ–ს სხვა წევრებს სომხეთისთვის მხარი არ დაუჭერიათ და შედეგი ის არის, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს წაართვა მთიანი ყარაბაღი. სომხეთმა წარმომადგენელი გამოიწვია ოდკბ–დან, ამერიკამ და სომხეთმა ერთობლივი წვრთნები გამართეს, მაგრამ ამ მისიაში ამერიკის მხრიდან 64  სამხედრო მონაწილეობდა და  95 სომეხი სამხედრო, სათამაშო წვრთნები იყო, მაგრამ ესეც  რაღაცას ნიშნავს.  პაშინიანი არ არის  კმაყოფილი იმ მდგომარეობით, რომელიშიც რუსეთმა  სომხეთი ჩააყენა. პაშინიანმა შეცდომა დაუშვა, რომ პუტინის იმედად იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, პუტინი ომში არ დაეხმარა სომხეთს. ერთი ის არის, რომ რუსეთი რომ ჩარეულიყო სომხეთ–აზერბაიჯანი ომში, მაშინ აზერბაიჯანს, სულ მცირე, თურქეთი გაუწევდა სერიოზულ სამხედრო დახმარებას და ამის წინააღმდეგ რუსეთს უკვე სერიოზული სამხედრო რესურსების გამოყენება დასჭირდებოდა. გამორიცხული არც ის იყო, აზერბაიჯანს სხვა ქვეყნებიც დახმარებოდნენ. ასევე, შესაძლებელი იყო, ეს კონფლიქტი რუსეთ–თურქეთის სამხედრო არა, მაგრამ სხვა სახის დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანს არ აინტერესებს  ოდკბ–ს წევრია თუ არა სომხეთი და ორგანიზაციის წესდებით, მის წევრებს, აღებული აქვთ თუ არა, სამხედრო კონფლიქტების დროს ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, აზერბაიჯანი თურქეთის პარტნიორია და რუსეთის პირველი გადასდგამდა მის წინააღმდეგ ნაბიჯს და ეს თურქეთს მისცემდა ლეგიტიმაციას, რომ აზერბაიჯანს დახმარებოდა. რუსეთი ამ ყველაფერს მოერიდა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ალიევი პუტინისნაირი მმრთველია, ორივენი ავტოკრატები არიან.  თავისი სოციალურ–პოლიტიკური მდგომარეობით, ალიევიც  პუტინისნაირი პოლიტიკოსია, ორივე ერთნაირი არჩევნების პროდუქტები არიან. პუტინისთვის ალიევი ახლობელია, ორივენი ოც წელზე მეტია მართავენ თავიანთ ქვეყნებს. პაშინიანი კი უცხოა პუტინისთვის, ის დემოკრატიული არჩევნების გზით გახდა სომხეთის პრემიერ–მინისტრი. ერთი ფასეულობები და ღირებულებები აქვთ პუტინს და ალიევს, ზოგადად, რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს. ესეც ვერ გაითვალისწინა  პაშინიანმა და ტყუილად ჰქონდა რუსეთის იმედი. პაშინიანი თავისი ბოლო მოქმედებებით ცდილობს, რომ რუსეთისგან რაღაც სარგებელი მიიღოს. რას მისცემს რუსეთი, გამოჩნდება, მაგრამ ეს არ იქნება არც სამხედრო, არც სხვა ქმედითი მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის საკითხში. რუსეთს თავი დავანებოთ, მთიანი ყარაბაღი  საერთაშორისო სამართლით, გაეროს  წესდებით, არის აზერბაიჯანის  ტერიტორია. კი, იქ ცხოვრობენ სომხები, მაგრამ მათ ეკუთვნით ავტონომია და არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებლობა და ცალკე სახელმწიფო. ასევე, სომხეთისთვის არავის სცხელა დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთს დაუპირისპირდა და დასავლეთს ეს ხელს აძლევს.  რუსეთ– უკრაინის ომია, დასავლეთს ამ ომზე აქვს ფსონი დადებული, მილიარდები ჩაყარა ომში და ესეც ვერ გაითვალისწინა პაშინიანმა. კი, ძლიერი ლობი ჰყავთ სომხებს ამერიკაში, საფრანგეთში, ბელგიაში, მაგრამ მათ რაც მოხერხეს, ის იყო,  სომხეთ–ამერიკის სამხედრო წვრთნების გამართვა და ამით რუსეთი ვითომ შეაშინეს.

– სომეხი პოლიტიკოსები, სომეხი  ხალხის დიდი ნაწილი, გიუმრიდან რუსეთის  ბაზის გატანას ითხოვს.

– მაგას დიდი ხანია ითხოვენ ცალკეული პოლიტიკისები, ხალხის ნაწილი, მაგრამ სომეთის ხელისუფლება ამ საკითხს არ აყენებს. რუსეთს ეს საკითხი რომც დაუყენოს პაშინიანმა, ესეც რუსეთთან ერთგვარი ვაჭრობის ნაწილი იქნება და გიუმრიში დარჩება ეს ბაზა. მაქსიმუმი რასაც შეიძლება მიაღწიოს სომხეთმა, ეს იქნება რუსეთის კეთილგანწყობის გაძლიერება სომხეთის მიმართ. ფინანსური მხარდაჭერის იქით არ წავა საქმე. შესაძლოა, 2–3 სახეობის თანამედროვე იარაღიც მისცეს რუსეთმა სომხეთს და ისიც მცირე რაოდენობით, რადგან თვითონაც ომშია. პაშინიანის მიზანია, რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაუბრუნოს სომხეთს, მაგრამ ეს არ გამოვა. პაშინიანმა თავად განაცხადა, მთიანი  ყარაბაღი  სომხეთის ტერიტორია არ არის, დამოუკიდებელიაო  და თუ ვინმეს მაინც სურდა ამ საკითხში სომხეთის  მხარდაჭერა, მათაც ცივი წყალი გადაასხა და  ეს სურვილი ჩაუკლა. რუსი პოლიტიკოსები და მაღალი რანგის სამხედროებიც ამას ამბობენ, მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორია არ არის, ამას სომხეთის პრემიერი და მთავრობა ადასტურებს და რუსეთი რატომ უნდა დახმარებოდა სომხეთსო? მერე იქვე ამბობენ, თუ სომხეთს რომელიმე ქვეყანა დაესხმება თავს, ეს უკვე სხვა იქნება და მაშინ  რუსეთი ოდკბ–ს  ფარგლებში აღებულ ვალდებულებას შეასრულებს და სომხეთს სუვერენიტეტის  დაცვაში სამხედრო გზით დაეხმარებაო. ეს სერგეი ლავროვმაც უთხრა სომხეთის ხელისუფლებას. ახლი ომი არ იქნება მთიანი ყარაბაღის გამო, დიდი არჩევანი პაშინიანს არ აქვს, ისევ რუსეთს მიუჩოჩდება და იმავეს გააკეთებს პაშინიანის შემცვლელი ვინც იქნება. ერთსაც დავამატებ და დავასრულებ ამ თემას. რუსეთი უკრაინაში ომს ეძახის სპეცოპერაციას, მაგრამ ხვალ–ზეგ ომი რომ დაარქვას, საყოველთაო მობილიზაცია რომ გამოაცხადოს, სომხეთი რას იზამს? ოდკბ–ს ვალდებულებით, რუსეთის მხარეს უნდა იომოს, უკრაინაში ჯარი უნდა გააგზავნოს და გააკეთებს ამას? არ გააკეთებს, მთელ დასავლეთს და შესაბამისად,  ამერიკასა და ევროპაში სომხურ დიასპორას სომხეთის არც ერთი ხელისუფლება არ გადაიკიდებს.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved