• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამისთვის გააკოტრეს ხალხი?” – ჯაფარიძე იმნაძის, გამყრელიძის და ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
16:48 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში, სრული ლოქდაუნითა და შეზღუდვებით ეკონომიკა ჩამოშალა, თუმცა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მაინც მოწინავე ადგილზე ვართ.

ჯაფარიძე პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძისა და ხელისუფლების წარმომადგენლების „პასუხისგებაში მიცემას” ითხოვს.

ზურა ჯაფარიძე:

„1 მილიონ ადამიანზე კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით 22-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში
1 მილიონ ადამიანზე კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობით 39-ე ადგილზე
222 ქვეყანას/ერთულს შორის
ანუ ინფიცირების შემთხვევებით პირველ 10%-ში ვართ
ხოლო, გარდაცვლილების რაოდენობით – პირველ 20%-ში
მოწინავე პოზიციები გვიჭირავს ორივე შემთხვევაში
სამაგიეროდ ვაქცინირებული მოსახლეობის %-ით ვართ 130-ეზე
და ეს აქედან გაგზავნილი რიცხვებით, რეალურად კაცმა არ იცის.

ესაა მაგარი კრიზის-მენეჯმენტი?
ამისთვის ჩამოშალეს შარშან ეკონომიკა?
(იტალია, გერმანია, უზბეკეთი, კუვეიტი, სინგაპური, ალჟირი, იაპონია, განა, შვეიცარია, ტაჯიკეთი, კენია, ტუნისი, ფინეთი, იამაიკა, ბრაზილია, ჩილე, სან მარინო, შვედეთი, ბელარუსი, ნორვეგია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ბელგია, კანადა, ავსტრია, თურქმენეთი, ავსტრალია, ჰოლანდია, ჩინეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, მაროკო, ლატვია, ახალი ზელანდია, პერუ, პორტუგალია, ლუქსემბურგი, შრი ლანკა, სლოვაკეთი, ეგვიპტე და ათობით სხვა ქვეყანაში შარშან ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, მათ შორის ჩვენი 4 მეზობლიდან სამში: რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში)
ამისთვის დააკარგინეს შემოსავალი ადამიანებს?
ამისთვის გააკოტრეს ხალხი?
ამისთვის გააღატაკეს ისედაც ღარიბები?
ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?

__

სინამდვილეში ყოველთვის #$%ზე ეკიდათ თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
შარშან არჩევნები ჰქონდათ მოსაგები რომ ძალაუფლება და თქვენი ყვლეფის მორიგი 4 წლიანი ლიცენზია არ დაეკარგათ
ამისთვის ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები
ამისთვის შეაგროვეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ფული ხაზინაში – 21 მილიარდ 800 მილიონი ლარი
აქედან 11 მილიარდი პირდაპირ ჯიბეებიდან ამოგიღეს გადასახადების სახით
ამისთვის აიღეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ვალი – 7 მილიარდ 300 მილიონი ლარი
ამისთვის გასწიეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ხარჯი – 16 მილიარდ 100 მილიონი ლარი (თითქმის 3 მილიარდი ლარით მეტი ვიდრე 2019-ში, და ეს მაშინ, როცა ეკონომიკა 2020-ში 6%-ით შემცირდა)
რამდენი მოიპარეს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
და ეს ყველაფერი ‘გააპრავეს’ კორონა-პანდემიით, პრინციპით – война всё спишет
თქვენ კი ეს ჭამეთ, რადგან როცა პანდემიით დაგაშინეს, ისე შეგეშინდათ რომ აღიარების გრცხვენიათ

—-

სინამდვილეში ესაა შარშანდელი არჩევნების გაყალბების ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება, რომელზეც არავინ საუბრობს, რადგან შარშან გაზაფხულზე თვითონაც სუნი დააყენეს და ითხოვდნენ მთავრობის აქტიურ ქმედებებს

—-

ყველა პასუხისგებაშია მისაცემი ვინც ამ დიდ, უსინდისო და მავნებლურ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა რომ ვიღაცეებს ძალაუფლება არ დაეკარგათ, მუშკტერებით დაწყებული, მარნეული-ღვანკითის ჩაკეტვასა და ქუჩების რეცხვაზე ბრძანებების გამცემებით დამთავრებული”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved