პრემიერი ღარიბაშვილი ეხმაურება “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელის თაღლითურ სქემას უკავშირდება და ამბობს:
“გუშინ მოვისმინეთ მორიგი უსუსური მცდელობა მთავარი არხის, გვარამიას მორიგი ბოდვა. რა თქმა უნდა ეს არის სრული სიცრუე და გეტყვით რა ხდება რეალურად. ეს არის დადასტურებული, უცხოურ მედიაშიც იყო ამაზე სიუჟეტები მომზადებული, რომ ამ ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ დგას ბატონ კეზერაშვილი.
მას აღნიშნული ქოლცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, მე მგონი ახლაც აქვს, აქაც ჰქონდა მცდელობა და რეალურად ის გამოძიება, რომელიც თქვენ ნახეთ და ჩვენ პროკურატურასთან ერთად ჩართულები არიან გერმანიის პროკურატურაც, ძალიან მალე საინტერესო დეტალებს გაიგებთ”
კომენტარები