• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამის შესახებ კობახიძემ ივანიშვილს მაშინაც უთხრა, როცა პრემიერად მისი დანიშვნა გადაწყდა, მაგრამ მთავარმა „მეოცნებემ“ უპასუხა, მიზეზი იპოვეო“

ალია ავტორი - ალია
19:50 03-06-2024
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,150

ანი დვალიშვილი

ირაკლი კობახიძეს მინისტრთა კაბინეტში თავისი გუნდი სურს და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს მაშინაც უთხრა, როცა პრემიერად მისი დანიშვნა გადაწყდა, მაგრამ მთავარმა „მეოცნებემ“  უპასუხა, მიზეზი იპოვე, ისე ნურავის მოხსნიო და აგერ, კობახიძემაც მიზეზების ძებნა დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის გაშვება მოსალოდნელი მას შემდეგ გახდა, რაც კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს პირადად შეხვდა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ის მიზეზს ეძებდა და მარტივად იპოვა. ამბობენ, რიგში სოფლის მეურნეობის მინისტრი დგასო და მიზეზს ჩვენ გეტყვით, რატომ გაუშვებენ ოთარ შამუგიას. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს (ძირითადად, არაფრისმომცემს), მაგრამ მათ შორის, ყველაზე გამორჩეული ის თანადაფინანსებაა, რომელსაც ფერმერებს სთავაზობენ. ჰოდა, თებერვლის დასაწყისში, ეს პროგრამა შეჩერდა იმ მიზეზით, რომ სამინისტროს ახალი, გაუმჯობესებული პირობები უნდა შეეთავაზებინა და ეს ყველაფერი 12 თებერვლამდე უნდა მომხდარიყო. ახლა კი, მარტი დაიწყო და პროგრამა ჯერ ჩაშვებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ფერმერი უბრალოდ, ელოდება, როდის დაიწყებს სამინისტრო მოქმედებას, რომ შეღავათიანი კრედიტი აიღოს, თანადაფინანსებით ისარგებლოს. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი ფერმერი ჩიოდა, საზღვარგარეთიდან 1.5 მილიონი ლარის სანაშენე საქონელი შემომყავდა, საიდანაც 350 ათასს სახელმწიფო აფინანსებდა და საქონელი საზღვართან არის, პროგრამა გაჩერებულია, შემომყვანს ის 350 ათასი არ აქვს და იძულებულია, აგერ უკვე მესამე კვირა, ვიღაცას ფული უხადოს, საქონელი საზღვართან გამოკვებოს და რაც მთავარია, მას მოჰყავდა მაკე ძროხები, რომელთაგან რამდენიმემ უკვე გააჩინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალშობილებს ყურზე ახალი სანომრე ნიშანი და ახალი განბაჟება სჭირდება, რაც დამატებითი ხარჯებია. ანაალოგიურ დღეში არაერთი ფერმერია, ვიღაც ფერმას აშენებს, ვიღაც – ხილის შესანახ მაცივარს და პროგრამა გაჩერდა. ჰოდა, მარტო ეს მიზეზი კმარა შამუგიას მოსახსნელად.

ირაკლი ღარიბაშვილმა კი, პარტიულ აქტივთან შეხვედრა აჭარის რეგიონიდან დაიწყო და პირველი კომენტარიც გააკეთა. ექსპრემიერი დაპირისპირებას კი უარყოფს, მაგრამ ისეთი რამ წამოსცდა, რასაც ყურადღება ცოტამ მიაქცია. ღარიბაშვილმა განაცხადა, არ მიკვირს, ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე რომ შეცვალა კობახიძემ, რადგან ადმინისტრაციის უფროსად ისეთი ადამიანი გჭირდება, რომელსაც ენდობიო და გამოდის, გუნდის შიგნით ნდობა არ არის. ანუ, კობახიძე არ ენდობა ღარიბაშვილის კადრებს და რომელ ერთიანობასა და ერთ მუშტად შეკვრაზეა საუბარი. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის შესაძლო დანიშვნას ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე. კობახიძეს ძალიან უნდა, ეს გააკეთოს, ისიც უნდა მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრად გადაიყვანოს, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, ამის წინააღმდეგი თავად ივანიშვილია, რომელსაც მიაჩნია, რომ პარლამენტში აღარ რჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ოპოზიციასთან კონკურენციას მოახერხებენ. თანაც, მინისტრებად თალაკვაძისა და მდინარაძის გადაყვანა ხომ იმას ნიშნავს, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყვნენ, რაც „ოცნების“ საპარლამენტო გუნდისთვის მცირე დანაკლისი ნამდვილად არ იქნება.

სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე პროცესების ფონზე, ოპოზიციურ ფლანგზე თითქოს არაფერი ხდება და მთავარ ინტრიგად ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური პარტიების დაარსება რჩება. მიმდინარე თვეში, ისინი პარტიის პრეზენტაციის მოწყობას გეგმავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობისგან დისტანცირდნენ. ამის გაკეთება ურთულესი იქნება, რადგან „ახალში“ აუცილებლად იქნება ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშვილი და არაერთი ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება. იგივე მელია და გვარამია სწორედ ნაციონალებიდან მოდიან და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ეს ჩვენი წარსულია, წინ ვიხედებითო, ამომრჩევლისთვის ცოტა რთული გასაგები და აღსაქმელი იქნება ეს ყველაფერი. ისიც გაირკვა, რომ „ახალს“ ყოფილი მოჭიდავე, საქართველოდან სკანდალით წასული, ზურაბ დათუნაშვილიც შეუერთდა. კუნთმაგარი ბიჭები „ახალს“ ძალიან სჭირდება, რადგან რეგიონებში შეხვედრის დროს, ისინი „ოცნების“ აქტივისგან თავდასხმებს ელიან და ვინმე მომგერიებელი აუცილეებლად უნდა იყოს. დათუნაშვილს გვარამიასთან სხვა, ვეტერანი მოჭიდავებიც მიჰყავს, ისეთები, რომლებმაც ძმებ გეგეშიძეებთან საერთო ენა ვერ გამონახეს და ასეთი ცოტა არაა.

ნაციონალები კი, ახალ პლატფორმაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ და ეს იმის მიუხედავად, რომ იგივე მელიასა და გვარამიასგან, არაერთხელ გახდნენ თავდასხმის ობიექტები და პირდაპირი მინიშნებაც მოისმინეს, რომ ნაცმო უკვე მოძველებული პარტიაა და მათ გვერდით დგომას არ აპირებენ. ჩვენი ინფორმაციით, „ახალზე“ რაიმეს თქმა აქტივს მიხეილ სააკაშვილმა აუკრძალა, რადგან მიშას ჯერ სურს, დააკვირდეს, რას იზამენ მისი გაზრდილები და თუ მიხვდა, რომ რეიტინგით უსწრებენ, თავდასხმებიც შემდეგ იქნება. სააკაშვილი ვერაფრით შეეგუება იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მაინც არ იყოს პირველი და მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის სტატუსის დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებს.

წვრილ-წვრილმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ერთ გუნდად გაერთიანებას აპირებდნენ, ტაიმ-აუტი აიღეს და „ახალის“ პრეზენტაციას ელიან. მოგეხსენებათ, 2024 წლის არჩევნებში, პარტიული ბლოკების მონაწილეობა იკრძალება და თუ ვინმეს იგივე გვარამიას პარტიის ფრთებქვეწშ მოუნდება არჩევნებზე გასვლა, სახელი უნდა შეიცვალოს და „ახალი“ დაირქვას, საარჩევნო ნომერიც დათმოს და ზოგადად, მთლიანად მათი წესებით ითამაშოს. ეს კი, ძალიან სანერვიულო თემაა, პრაქტიკულად, პარტიის სახელწოდება ქრება და მისი დაბრუნება და ახლიდან რეგისტრაცია თუ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ცალკე პრობლემა გახლავთ. ამიტომაცაა, წვრილ-წვრილი პარტიები ვერაფრით რომ ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეთანხმებას, რადგან სწორედ იმაზე ვერ თანხმდებიან, რა უნდა ერქვას გაერთიანებას. მაგალითად, რომ გაერთიანდნენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“, ერთ-ერთი სახელი უნდა ჩაიყლაპოს და ეს არც ალეკო ელისაშვილის ინტერესში იქნება და არც იაგო ხვიჩიასი. ისე, რადგან „გირჩი“ ვახსენეთ, მათ ძალიან საშიში კანონპროექტი წარადგინეს პარლამენტში და საქმე ფართომასშტაბიან ამნისტიას ეხება. ეს კანონპროექტი კი, საშიში იმიტომ გახლავთ, რომ მასში უვადო თავისუფლება აღკვეთი პატიმრებზეც არის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ამ ადამიანებს უვადო პატიმრობა 30-წლიანი სასჯელით უნდა შეეცვალოთ და რაც მთავარია, უკვე მოხდილი წლები იმ 30 წელში ჩაეთვალოთ. ადამიანის ციხეში ყოფნა როგორ უნდა გიხაროდეს, მაგრამ სასჯელს იხდის ქალბატონი, რომელმაც ქმარ-შვილი დახოცა, სასჯელს იხდის ბიჭი, რომელმაც ოჯახი ამოწყვიტა და სანამ ქალს მოკლავდა, გააუპატიურა, სასჯელს იხდის პირი, რომელმაც 9 წლის გოგო გააუპატიურა და მოკლა, სასჯელს იხდის პირი, რომელმაც 3 პოლიციელი მოკლა და როგორ გინდა, ეს ხალხი, თუნდაც 30 წლის შემდეგ, გარეთ იხილო და მშვიდად იცხოვრო. 9 წლის გოგოს რომ გააუპატიურებ და მოკლავ, 30 წლის შემდეგ, უკეთესი რატომ იქნები? ჰო, უვადო პატირებს შორის, არაერთი ნარკოდილერიც არის და „სიკვდილით მოვაჭრეთა“ თავისუფლებასაც ტაშს ვერ დავუკრავს ნორმალური ადამიანი. „ოცნება“ ამ პროექტის განხილვას ორი თვის შემდეგ აპირებს, რადგან წინასაარჩევნოდ, რამდენიმე ათასი ხმა არ აწყენს და იმის მიუხედავად, რომ კანონი „გირჩმა“ დაარეგისტრირა, მის „დაჩაქუჩებას“ მმართველი გუნდი მარტივად დაიბრალებს.

და ერთიც – მინისტრების გარდა, შავი ღრუბლები მათი მოადგილეების თავზე უფროა შეყრილი და არავინ მალავს, რომ ამ მიმართულებით, ძალიან, ძალიან ბევრი კადრი შეიცვლება.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved