“ენმ”-ის წევრი, რომან გორიციძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ესეც კიდევ ერთი სამარცხვინო მანიპულაცია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურისა, რომელსაც გუშინ მართლაც ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი იყენებდა. ისე გადააკეთეს უკანა რიცხვით სტატისტიკა, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ერთ წელიწადში უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე ოცნების მმართველობის ხუთ წელიწადში ერთად აღებულმა. მაგ.2011 წელს მიგრაციის უარყოფითი სალდო ყოფილა -36 ათასი (ანუ ამდენით მეტი გავიდა ვიდრე დაბრუნდა), მაშინ როცა 20013-2017 წლებში მხოლოდ 23 ათასი ჯამში.
ამის გამკეთებელი სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის უფროსი სიმბოლურად უნდა ჩამოკიდო ფეხებით ხეზე-ფიტული ან სურათი, სადისტობაში რომ არ დამდონ ბრალი.”

კომენტარები