• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძის თხოვნა მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას – თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, არ უნდა გამოვიდნენ ამ მუნიციპალიტეტებიდან

ალია ავტორი - ალია
10:21 03-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ჩემი რჩევა და თხოვნა მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობისადმი გახლავთ, რომ არ შეიძლება და ვთხოვთ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, არ უნდა გამოვიდნენ ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხვალ დილიდან მარნეულში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა გარდაიქმნება ე.წ. ცხელების მიმდინარე დაავადებების კლინიკად და ყველა მცხოვრებმა, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა, უნდა მიაკითხოს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც სინჯებს აუღებენ ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის.

„სამედიცინო პერსონალი ადგილობრივი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინსტრუქტაჟით, ასევე ადგილობრივი რწმუნებულების მეშვეობით, ყველა სოფელში ესტუმრებიან ყველა ოჯახს და სთხოვენ, თუ სადმე ტემპერატურით ადამიანი გახლავთ, აუცილებლად მივიდნენ ამ ჰოსპიტალში. იქ იმუშავებენ ჩვენი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, აეღება ყველა სიცხიან ადამიანს ნიმუში ცხვირ-ხახიდან და თითოეული ნიმუში გაიტესტება ახალ კორონავირუსზე. ამავე დროს, ეთხოვებათ, რომ აუცილებელია, ამ კლინიკაში დარჩნენ 24 საათის განმავლობაში, სანამ არ იქნება ნიმუშების პასუხები. თუ პასუხი იქნა უარყოფითი, რა თქმა უნდა, ისინი გათავისუფლდებიან და დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, როგორიც დადგენილია ამ ორ მუნიციპალიტეტში. სადაც იქნება დადებითი შემთხვევა, ისინი დარჩებიან კლინიკაში და შემდგომ სამკურნალოდ გადაიყვანენ უკვე სპეციალიზებულ ინფექციურ კლინიკაში, ან კლინიკებში, რომელიც დასახელებულია კორონავირუსის სამკურნალოდ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved