• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამირან გამყრელიძის ხელებზეა ყველა იმ ადამიანის გარდაცვალება, ვინც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო დაიღუპა!“ – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
18:57 07-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.

– და მაინც, როდის უნდა ველოდოთ პანდემიის დასრულებას?

– ჩვენ იმაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს ვირუსზე, ვიდრე გვქონდა ერთი წლის უკან. ტყუილია, რომ არ ვიცით მისი მართვა, ვიცით, მისი მართვისთვის საჭიროა მოსახლეობის აცრა, პირბადე 2 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში და დისტანციის დაცვა. საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავშეყრა, ნებისმიერი სახის… თორემ, ვხედავთ, რა დაემართა ისრაელს, რომელსაც ეგონა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციის შემდეგ, თავისუფლად შეეძლო თავშეყრაზე უარი არ ეთქვა. აუცილებელია ქვეყანაში ჯანდაცვის და განათლების მინისტრები მაინც იყვნენ აპოლიტიკურები, პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ჯანდაცვის მართვა ანადგურებს ქვეყანას. როცა ჯანდაცვის ექსპერტი იტყვის, რომ ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, მის სიტყვას უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი. მაჩვენეთ ჯანდაცვის ექსპერტი ქვეყანაში, ვისაც აქვს ავტორიტეტი. ვიღაც ქუთაისელი კაცია გერმანიაში წასული, უმუშევარია და ლაივებს დებს სოციალურ ქსელში პანდემიაზე. ჰყავს უამრავი მნახველი, რატომ? იმიტომ რომ აღარ აქვს ნდობა გამყრელიძეს, იმნაძეს, ცერცვაძეს… სამწუხაროა ეს ძალიან, მე მჭირდება, რომ ჰქონდეს გამყრელიძეს ავტორიტეტი, რეპუტაცია, თორემ, შარლატანების სისულელეებს უსმენს უკვე ხალხი. სრულად დაკარგეს ნდობა მოსახლეობის, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, გამყრელიძემ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა არ გადადგა მაშინ, პრემიერმა რომ ყველა შეზღუდვა ერთ კვირაში მოხსნა. მას ამ თანამდებობიდან მაინც არავინ გაუშვებდა, მაგრამ მეტი ავტორიტეტი ექნებოდა ახლა. მე თუ ვიცოდი, გამყრელიძემაც იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. სამწუხაროდ, მის ხელებზეა იმ ადამიანების გარდაცვალება, რომლებიც დაიღუპნენ, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო.

– საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში გადავიდა – რა უნდა გავაკეთოთ, რას გვირჩევთ?

– ჩვენ ვერ ვისწავლეთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. დელტა შტამთან შედარებით, ვუჰანური შტამი იყო ბუნჩულა… მოსახლეობის 90 პროცენტი მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული, უნდა ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, სხვა რჩევა არ მაქვს და ვერ მექნება. „ალიასთან“ ვთქვი, ჯერ კიდევ 2020 წელს ინტერვიუში, თუ ისრაელში დაიწყო რეინფიცირება, ცუდად წავა ჩვენი საქმე-თქო და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. მე ისიც კარგად მახსოვს, საერთოდაც, რეინფიცირებაზე პირველად რომ დავიწყე საუბარი, პაატა იმნაძემ მაშინ რომ განაცხადა, ეს ტყუილიაო და ერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა კი, საერთოდაც დამბლოკა ამის გამო. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ ერთმანეთს არ მოვუსმენთ. ვუსმენ მედიას და პოლიტიკაზე საუბრობენ ახლა მეტწილად, რამდენიმე დღეა შარლ მიშელის ჩამოსვლას განიხილავენ და სკოლებზე საუბრობს ვინმე? საუბრობს ვინმე, როგორ აპირებენ სექტემბერში სკოლების გახსნას? ფიქრობს ვინმე ბავშვებზე? მე შევთავაზე მთავრობას გეგმა და მათ შორის შევთავაზე სკოლების გახსნის გეგმა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ უკეთ იციან, რა გითხრათ. ხომ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში, არსად დარჩა ეფექტური დისტანციური სწავლება. შერეული სწავლება მაინც გავაკეთოთ, სკოლის მოსწავლეთა 30 პროცენტი რომ იყოს მხოლოდ გაკვეთილებზე და დანარჩენი დისტანციურად და ასე იცვალოს კლასები, ყოველ მეორე ან მესამე დღეს რომ მაინც მივიდეს ბავშვი სკოლაში. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანს ორი შტამი დაემართა ერთად, ალფა და დელტა მაგალითად. ძალიან მძიმედ არიან ასეთი პაციენტები, როგორც ჩემი კოლეგები მიყვებიან. მხოლოდ ჩვენზეა დღეს დამოკიდებული, ჩავიკეტებით, თუ არ ჩავიკეტებით, გვექნება ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, თუ არა. ჩვენ ხომ გონება და ჭკუა გვაქვს და უჭკუო ვირუსმა როგორ უნდა გვაჯობოს? სად გაქრა ჩვენი სოლიდარობა, სიყვარული და სიკეთე? ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყეთ, სამედიცინო პირბადე 2 წელს ასაკის ზემოთ ადამიანებში, ვაქცინაცია და დისტანცია – ასე შეგვიძლია ჩვენ ვმართოთ ვირუსი და არა პირიქით.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved