დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ამირან გამყრელიძე პირდაპირ ეთერში ბოდიშს უხდის იმ ადამინებს, ვისაც გარვეულ წილად მოუმზადებელი დახვდათ ინფექციური საავადმყოფო.
“მოგეხსენებათ ჩვენ ვმუშაობთ ექსტრემალურ პირობებში. მინდა ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც გარვეულ წილად მოუმზადებელი დახვდათ ინფექციური საავადმყოფო. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ჩართულია ამ საკითხში და ყველაფერი წესრიგდება.”- განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
კომენტარები