„ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი კვირა, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, უნდა გავაანალიზოთ. ამის მიხედვით უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად, თუ გავხსნით, და უნდა გაიხსნას, ყველა ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული.
ისე, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება. ამიტომ, თუ ორ კვირაში რამეს მივაღწევთ და სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს, წყალში არ უნდა გადავყაროთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332 შეადგენს. გარდაიცვალა 1 657 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1126 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6900 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში – 3689 ადამიანი იმყოფება.
კომენტარები