• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამერიკის რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო „მავნე მინარევებისაგან“ თვითგაწმენდა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:45 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,182
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
დეკადების განმავლობაში აწარმოებდა ირანი ომს ისრაელის წინააღმდეგ. ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები პრაქტიკულად ირანის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდნენ. სწორედ იმ ფაქტმა, რომ წარმატებით მოხერხდა ამ სატელიტი არმიების განადგურება, მიიყვანა ირანის რეჟიმი ისრაელთან უშუალოდ დაპირისპირებასთან. ისრაელი ირანთან აბსოლუტურად სამართლიან ომს ეწევა როგორც მორალური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ქვეყანა, რომელსაც თავის უზენაეს მიზნად დასახული აქვს მეორე ქვეყნის ფიზიკური განადგურება და დედამიწის პირიდან აღგვა, აუცილებლად გასაჩერებელია და პრევენცია ყველაზე ადეკვატური, ჰუმანური და ეფექტური ტაქტიკაა ამისათვის. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვალდებულება აქვს, ბოლომდე გაუწიოს დახმარება თავის მთავარ მოკავშირეს.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია უკვე იმ ეტაპზეა მისული, რომ აწი დამუხრუჭება შეუძლებელია და საშიშიც. ირანს საკმარისი დრო ჰქონდა საკუთარი პოზიციების ადეკვატურად შესაფასებლად, მაგრამ ამ ქვეყნის მაკონტროლებელი ეროვნული ინტელექტი იმდენად დეგრადირებულია, რომ ცივილიზებულ სამყაროს მასთან საუბარი აღარ შეუძლია. ყველა ერს აქვს იმის უფლებაც და შესაძლებლობაც, საკუთარი ინტელექტის დეგრადაცია დაუშვას; არავინ ჩაერევა მათ საქმეში. ცივილიზაცია მათ მხოლოდ მაშინ დაუპირისპირდება, თუ ისინი თავიანთი მასშტაბების გამო მწვავე ეგზისტენციურ კრიზისს შექმნიან კაცობრიობისათვის. ასე იწყებოდა და დაიწყება მსოფლიო ომები. ირანის რეჟიმთან ისრაელ-ამერიკის დაპირისპირებას არ გააჩნია მსოფლიო ომამდე ესკალაციის პოტენცია არცერთი ობიექტური კრიტერიუმით; სამაგიეროდ გააჩნია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის პოტენცია; სწორედ ამიტომ არის საჭირო ამერიკის სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება.
“ვინმემ აუხსენით დაცენტრილ ტაკერ კარლსონს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“- აღმოხდა გაბრაზებულ პრეზიდენტ ტრამპს. ეს ფრაზა წარმატებით შეიძლება გავრცელდეს სხვა „დაცენტრილებზეც“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიმდინარე მოვლენებმა გადაფარა ამ ფრაზის ისტორიული მნიშვნელობა; არადა, ტაკერ კარლსონთან და მარჯორი ტეილორ-გრინთან პრეზიდენტის დაპირისპირებამ ნათლად დააფიქსირა, რომ ტრამპის პოლიტიკურ დოქტრინას მემარჯვენე რადიკალებთან მხოლოდ ხანმოკლე, მყიფე, სიტუაციური კავშირი ჰქონდა, რომელიც მაშინვე დაიშალა, როგორც კი ფუნდამენტური პოლიტიკური მრწამსის ნათლად დაფიქსირება გახდა საჭირო.
ამერიკის რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო „მავნე მინარევებისაგან“ თვითგაწმენდა, რასაც ვერ ვიტყვით დემოკრატიულ პარტიაზე, სადაც პარადი ისევ რადიკალ ოკასიო-კორტესებს მიჰყავთ, რადგან უფრო ინტელექტუალური სპექტრი უიმედოდ იმპოტენტი გამოდგა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესს საერთოდ ვერაფერი გაუგო აზროვნებაზე პრეტენზიის მქონე ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ისევ ჯიუტად მიჰყვება ამერიკელი რადიკალი მემარცხენეების უკვე მრავალჯერ გაბითურებულ ტრენდს და თავგამოდებული ამტკიცებს, რომ თურმე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეტმა მომავალი წლიდან უკრაინისათვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების შეწყვეტა დაანონსა. არადა, საკმარისია გუგლ-ში ჩამონტაჟებულ ხელოვნურ ინტელექტს დაუსვათ შეკითხვა, სიმართლეა თუ არა ეს და სწორ პასუხს მიიღებთ, მაგრამ შესაბამის მედიათა ჟურნალისტებს ურჩევნიათ გააგრძელონ სიცრუის ტირაჟირება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ რედაქტორებს არჩეული ტრენდიდან ჩამოხტომა არ სურთ თავიანთი ბითური თავმოყვარეობის შენარჩუნების გამო. შედეგიც სახეზეა. საქართველოში რეალური პოლიტიკა მოკვდა; საზოგადოება კი დათრგუნული და სასოწარკვეთილია.
იმედია, ირანელი ხალხი ამერიკის დახმარებით წარმატებით შეძლებს დეგრადირებული რელიგიური პრიმიტივიზმიდან ახალი, ბედნიერი საზოგადოების შექმნას. როგორც ჩანს, ხანდახან ამ კეთილშობილური პროცესის ინიცირებას „ოპიუმით“ გაბრუებულ თავში ბომბის ჩარახუნება სჭირდება.
ვნახოთ …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved