• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამერიკის კიდევ ერთხელ გახსნა” – ტრამპის ახალი რეკომენდაცია

ალია ავტორი - ალია
16:38 04-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ფედერალური რეკომენდაციები გამოსცა, რომელიც შეერთებული შტატების ეკონომიკის ეტაპობრივ ამუშავებას ითვალისწინებს. “ამერიკის კიდევ ერთხელ გახსნა” – ასე ჰქვია პრეზიდენტის სახელმძღვანელოს შტატებისთვის.

ტრამპის განცხადებით, თითოუელი შტატის გუბერნატორი თავად გადაწყვეტს, თუ როდის და როგორ დაიწყოს რეკომენდაციების იმპლემენტაცია. პრეზიდენტი ამბობს, რომ კორონავისის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შტატების გახსნის პროცესი სამ ფაზად დაიყოფა. მისი თქმით, ახალი რეკომენდაციები ადგილზე შექმნილ ვითარებას გაითვალისწინებს.

“თქვენ თვითონ გადაწვყვეტთ”, – უთხრა ტრამპმა გუბერნატორებს. “თქვენს გვერდით ვიდგებით, ჩვენ ქვეყანას გავხსნით და ავამუშავებთ. ხალხს უნდა სამუშაოს დაუბრუნდეს”, – თქვა მან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შტატს, სადაც ვირუსის გავრცელება მინიმალურია, მალევე შეეძლება ეკონომიკის ხელახლა ამუშავება.

დებორა ბირქსის, თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის თქმით, ადმინისტრაცია არ აწესებს დროის განსაზღვრულ პერიოდს ამ ფაზებისთვის. პირველი ფაზის დაწყება მოხდება, თუ 14 დღის განმავლობაში შეერთებული შტატების ამა თუ იმ ნაწილში ტესტები ინფიცირების შემთხვევების კლების ტრაექტორიას აჩვენებს.

პირველი ფაზაში, პროტოკოლის მიხედვით, რესტორნებს, კინოთეატრებს, სპორტულ დაწესებულებებს და სალოცავ ადგილებს შეეძლებათ გაიხსნან, თუ ისინი დაიცავენ ფიზიკური დისტანცირების და სანიტაციის წესებს. დახურული სკოლები და ბაღები ისევ დახურული დარჩება. პირველ ფაზაში ფედერალური მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები შესაძლებლობის მიხედვით სახლიდან ამუშაოს. რისკის ჯგუფში მყოფი პირები უნდა დარჩნენ სახლში.

პირველ ფაზაში, მოსახლეობას მოუწოდებენ გააგრძელონ სოციალური დისტანცირების პრაქტიკა და შეზღუდონ არასაჭირო მოგზაურობა.

მეორე ფაზის განმავლობაში, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდება, სკოლებს და ბაღებს შეეძლებათ გაიხსნან. აკრძალული დარჩება მოხუცებულთა სახლებში ვიზიტები. რესტორნებს და სხვა დაწესებულებებს შეეძლებათ გაზარდონ ხალხის რაოდენობა საშუალო დონეზე. ბარებს შეეძლებათ შეზღუდული რაოდენობით ხალხის მიღება.

თუ მეორე ფაზაზეც არ დაფიქსირდება შემთხვევების მატება, რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს მიეცემათ უფლება შეზღუდულად იურთიერთონ სხვებთან, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები. მხოლოდ მესამე ფაზაზე შეეძლებათ დამსაქმებლებს, რომ დაუბრუნდნენ ნორმალური ოპერირების პერიოდს. ნებადართული იქნება მოხუცებულთა სახლში ვიზიტებიც. დიდ საჯარო თავშეყრის სივრცეებს, იქნება ეს სტადიონები თუ საკონცერტო დარბაზები, შეეძლებათ ლიმიტირებული სოციალური დისტანცირებით გააგრძელონ ფუნქციონირება.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცალკეულ შტატებს შეეძლებათ პირველ ფაზაზე 1 მაისამდე გადავიდნენ. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე იქნება მიღებული. 30 აპრილამდე შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

წყარო: ამერიკის ხმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved