• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამერიკის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ამ ჭურვების უკრაინისთვის გადაცემას, თუ დაბომბავენ რუსეთის ტერიტორიას, ჯანდაბას, დაბომბონო“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:28 10-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,353

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

 

– ზელენსკიმ ნატო-ს მიმართა და მოსთხოვა, დაჩქარებული პროცედურებით მიგვიღეთ ორგანიზაციში, როგორც შვედეთისა და ფინეთის მიღებას აპირებთო…

– ზელენსკიმ იცის, ნატო-ში ვერ მიიღებენ და ამ განცხადებით ცდილობს, მაქსიმუმი მიიღოს ნატო-სგან, გაიორმაგოს თუ გაისამმაგოს ის დახმარებები, რასაც ნატო უწევს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე უკრაინას ნატო-მ მისცეს ნატო-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი, რომელიც 8 ქვეყნას აქვს, სამხრეთ კორეას, იაპონიას,ისრაელს და სხვებს. ეს სტატუსი თავისთავად გაზრდის უკრაინისთვის ნატო-ს ყველა სახის დახმარებას. ზელენსკი სულელი არ არის, მშვენივრად იცის, ნატო-ში რომ არ მიიღებენ და ბოლოს, ვფიქრობ, იტყვის, წევრად თუ არ გვიღებთ, მოკავშირის სტატუსი მოგვეცითო და შესაძლოა, მისცენ კიდეც.  მოკლედ, ზელენსკის ნატო-სგან მეტი სამხედრო და სხვა სახის დახმარება უნდა და  ამ დახმარებას გაუზრდიან. აგერ, ნატო-ს გენმდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა და თქვა, უკრაინას იმდენს და იქამდე გავუწევთ სამხედრო დახმარებას, რამდენიც და სადამდეც დასჭირდებაო. თითქმის იგივე თქვა ჯო ბაიდენმა. 1-ელ  ოქტომბერს უკვე „ლენდ ლიზის“ პროგრამა ამუშავდა.  გაწერილი გეგმით, კონკრეტულ ვადებში  უკრაინა მიიღებს საუკეთესო ამერიკულ იარაღს. არ გამოვრიცხავ, „სტელსის“ ტიპის ბომბდამშენებიც გადასცენ, არის მაგაზე ლაპარაკი. ამერიკამ უკვე გამოყო  1.2 მილიარდი დოლარი და მწარმოებელს შეუკვეთა 18 ერთეული „ჰაიმერსი“, მაგრამ ამას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება. მერე, უნდა გამოსცადონ ყველა და ისე გადასცენ  უკრაინას. ეს, სადღაც გაზაფხულისთვის მიეწოდება უკრაინას. თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე ერთეული „ჰაიმერსი“ ამერიკამ მანამდე გადასცეს, ვიდრე ეს შეკვეთა დასრულდება. ახლა 16 „ჰაიმერსი“ აქვს უკრაინას, ამათაც რომ გადასცემენ, 34 ექნება და ეს უკვე სერიოზული საქმეა. თან, ამერიკა არ მბობს, რომ ეს  18 „ჰაიმერსი“ ბოლო იქნება უკრაინისთვის. ცოტა ხანში შეიძლება, 50 ერთეული შუკვეთოს ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ მწარმოებელ კომპანიას. ცხადია, მთავარი მაინც „ჰაიმერსის“ შორსმსროლელი ჭურვებია, რომლებიც 250- 300 მეტრზე და უფრო შორსაც ანადგურებენ სამიზნეს. ამერიკა თავს იკავებდა, ამ ჭურვების უკრაინელებისთვის გადაცემაზე, რუსეთის ტერიტორიებს დაბომბავენ და შარში გაგვხვევენო. ახლა ამერიკის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ამ ჭურვების უკრაინისთვის გადაცემას, თუ დაბომბავენ რუსეთის ტერიტორიას, ჯანდაბას, დაბომბონო – საერთო პოზიციაზე არიან ამერიკელი პოლიტიკოსები და გენერალიტეტი. ესეც პუტინის გაუთვლელი გადაწყვეტილების შედეგია, უკრაინის ტერიტორიების ანექსიამ შეცვლა ამერიკელების შედარებით ფრთხილი მიდგომა ამ საკითხისადმი. ასევე, ამერიკა აპირებს უკრაინას გადასცეს სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების, ფრთოსანი რაკეტები, „ტომაჰავკები“. იმდენად ზუსტი შეტევითი იარაღია, რომ მასზე მოსწრებულად ამბობენ, ქირურგიული სიზუსტე აქვსო. არ გამოვრიცხავ, „ლენდ ლიზის“ პროგრამითაც გაუგზავნონ უკრაინელებს „ტომაჰავკები“. ამერიკა 30 წელია უშვებს „ტომაჰავკებს“ და ასაწყობებს, ძალიან ბევრი აქვს. უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინის დახმარება გაიზრდება და ომი გაჭიანურდება. რეალურად, პუტინმა არაფერი არ მოიგო, მარტო რეიტინგი შეინარჩუნა და იმ ხალხის გული მოიგო, რომლებიც რუსეთის ყველა ომს და უჭერენ მხარს, ვისთვისაც რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ესენი არიან ბრმა პატრიოტები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ახლო პერსპექტივაში რუსეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ექნება, ვეღარც ჯარს შეინახავს, ვეღარც იმ იარაღს აწარმოებს, რომელსაც სანქციების მერე მაინც აწარმოებდა და აღარც სერიოზული იარაღის საყიდელი ფული ექნება. დარჩება მარტო ტანკები, „კალაშნიკოვის“ ავტომატები და ატომური ბომბები, ეგენი ბევრი აქვს. ნუ, რა გითხრა, აბა?  ვლადიმერ ჟირინოვსკის მთელი 30 წელი სტაბილურად 6 მილიონი ამომრჩეველი ჰყავდა რუსეთში, ეს კლოუნი პატიოსნად ღებულობდა ყველა არჩევნებზე 6 მილიონ ხმას. აი, ეგეთი უცნაური ხალხია რუსები და აქედან გამომდინარე, გაითვალისწინე რა ქვეყანაა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved