სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და მისი ადმინსიტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
როგორც სარჩელში წერია, ჩინოსნებმა დემონსტრანტების კონსტიტუციური უფლებები დააარღვიეს, როდესაც თეთრ სახლთან პარკში აქციის სპეცსაშუალებებით დაშლის უფლება გასცეს. სარჩელი ჯგუფ Black Lives Matter D.C.-ისა და სხვა ჯგუფების სახლით შეიტანეს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ.
გასულ კვირას პოლიციამ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გამართული აქციის მოანაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამის შემდეგ ტრამპი ქუჩაში ფეხით გავიდა და ბიბლიით ხელში უახლოეს ეკესიამდე მივიდა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
კომენტარები