• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკა ირანს, ალბათ აღარ დაარტყამს… – რა შემთხვევაშია ტრამპის იმპიჩმენტი გარდაუვალი?!

ალია ავტორი - ალია
20:01 05-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
931

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იუსტიციის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია.

–ბატონო კოტე, ამერიკა-ისრეალის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ 28 თებერვლიდან დაწყებულ ომში, ვინ რა მოიგო და ვინ რა წააგო? ირანის ხელისუფლების დაჩოქებას ბევრი აღარ აკლდა, მაგრამ ამერიკა ზუსტად ამ, ირანისთვის კრიტიკულ მომენტში გაჩერდა და მოლაპარაკებები დაიწყო ირანთან. რატომ წავიდა ამ მოლაპარაკებებზე ამერიკა, რატომ არ იომა ბოლომდე და არ ჩამოშალა ირანის ხელისუფლება?

-რა თქმა უნდა, ამერიკის სურვილი იყო, ბოლომდე მიეყვანა საქმე, მაგრამ ვერ შესძლეს. ამერიკისთვის სიურპრიზი იყო ირანის მომზადება. რამდენიმე სურპრიზი დაახვედრეს ამერიკის და ისრაელის დაზვერვას. პირველი ეს იყო ირანული რაკეტების მიწისქვეშა საცავებში  გადატანა. მიუხედავად ამ ბუნკერების წერტილოვანი და მრავალგზის დაბომბვისა, ირანს დიდი ნაწილი მაინც დარჩა რაკეტებისა. შეიძლება ითქვას, რაკეტების თითქმის ამოუწურავი მარაგი ჰქონდათ, რადგან ორივე ქვეყნის დაზვერვამ, ყველა ასეთ ბუნკერს ვერ მიაგნო და უამრავი რაკეტა დარჩა ხელშეუხებელი. ვერც  გამდიდრებული ურანის გამოტანა მოახერხეს ირანიდან, ურანიც ამგვარ  მიწისქვეშა ბუნკერებში ჰქონდათ შენახული ირანელებს. ის ბუნკერები კი დაბომბეს, მაგრამ ურანი არ განადგურებულა, კვლავ ვარგისია.  მეორე მომენტი იყო ირანის ხელისუფლების ფსიქოლოგიური მზაობა. ისინი ამ ომს, როგორც ჩანს, ელოდნენ. ამერიკამ და ისრაელმა ძალიან ბევრი მაღალი იერარქიის სამხედრო, პოლიტიკური და სასულიერო პირი მოუკლეს ირანელებს, მაგრამ მათი შემცვლელები ირანელებს მზად ჰყავდათ. ყველნი უცებ ჩაანაცვლეს და  საკადრო  პრობლემები არ ჰქონიათ. ირანელებს არა მარტო პირველი პირების შემცვლელები ჰყავდათ მზად, მეორე და მესამე  რიგის სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემცვლელებიც. არ ჩამოიშალა არც სამხედრო, არც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აითოლა ჰამენეის შემცვლელიც მალე მოძებნეს, მისი ვაჟი, მოჯტაბა ჰამენეი და ამით პანიკაც აიცილეს შიგნით, ადგილობრივ მოსახლეობაში. მესამე ფაქტორი ეს იყო, ირანის მიერ სპარსეთის ყურის, ამერიკის მოკავშირე არაბული ქვეყნების დაბომბვა. ეს იყო ირიბი სვლა, მაგრამ ამან ამერიკას დააკარგვინა ეს ქვეყნები, როგორც მოკავშირეები. ირანმა ამერიკას გაუნადგურა ამ ქვეყნებში, მის სამხედრო ბაზებზე მილიარდობით დოლარის სამხედრო ქონება. პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ეს ყველაფერი ადრე, ამერიკის  რამდენიმე პრეზიდენტის ძალისხმევით გაკეთდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკა იყო დონიმამტი ქვეყანა, მაგრამ ამერიკამ ირანისგან ვერ დაიცვა ეს ქვეყნები. ახლა მათ ევროპის იმ ქვეყნების მოკავშირეობა ეიმედებათ, რომელთაც მზარდი სამხედრო-ტექნოლოგიური მიღწევები აქვთ და  მილიტარიზაციის პროცესში არიან. ამ ომით, ერთადერთი ვინც მოიგო, ეს ისრეალია. ირანს ძალიან დიდი ზიანი მიადგა, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრიქტურის დიდი ნაწილი გაუნადგურეს, მათ აღდგენას დიდი დრო და თანხები დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ირანი დიდხანს ვერ მოიცლის ისრაელზე თავდასხმისთვის. ამერიკამ ვერც ირანის ხელისუფლება ჩამოშალა, ვერც ურანი გამოიტანა და ვერც აიძულა ირანი, ურანის გამდიდრება შეეწყვიტა შესაბამისად,მისი სტრატეგიული მიზნები, რის გამოც ომი დაიწყო, განუხორციელებელი დარჩა.

-ეს მარტო ამერიკის არა, ისრაელის მიზანიც იყო.

-კი, ბატონო, ორივეს გეგმა ეს იყო ომის დაწყებისას, მაგრამ ვერ შეასრულეს. ამერიკამ შეწყვიტა ირანის დაბომბვა და ისრაელმაც შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ომში ისრეალი ამერიკის იმედად იყო, ამერიკა იყო წამყვანი ძალა. ირანმა თუ შექმნა ატომური ბომბი, ყველამ ვიცით, რომ სამიზნე ისრაელია. ეს საფრთხე საფრთხედ დარჩა. ახლა ერთადერთი ვარიანტია,„მაგატემ“- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ირანული ურანის კონტროლი, მისი ექსპერტები, როგორმე უნდა შევიდნენ ირანში და აკონტროლონ პროცესები, რომ ირანმა ატომური ბომბი არ შექმნას და ურანი  სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს. აქ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ერთიანმა, ძლიერმა ევროპამ, რომელიც არ ჩაერია ამ ომში. უარი უთხრეს  დონალდ ტრამპს სამხედრო დახმარებზე, განაცხადეს, ეს ჩვენი ომი არ არისო. ევროპას ვერ გაამტყუნებ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლამის ყველა ქვეყანა ნატოს წევრიც არის. ტრამპმა წინასწარ არ გააფრთხილა ევროპის ნატოს წევრი ქვეყანები ომის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ომი დაიწყო და მერე სთხოვა დახმარება ევროპის ქვეყნებს. ახლა ევროპის ქვეყნებს უერთდებიან იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ამ და ევროპის ქვეყნებმა, მოიპოვეს ირანის ხელისუფლების ნდობა. აბსოლუტურად რეალურია, ამ ქვეყნებმა დაიწყონ მოლაპარაკება ირანთან ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე და რასაც ამერიკამ და ისრაელმა ომით ვერ მიაღწიეს, მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ.

-შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ ამერიკა აღარ დაარტყამს ირანს?

–გადაჭრით ძნელია თქვა, მაგრამ რასაც ვუყურებთ, საქმე აქეთკენ მიდის. რამდენიმე თვეში ამერიკაში კონგრესის ორივე პალატის არჩევნებია და ტრამპს და „რესპუბლიკურ პარტიას“ ირანის ომმა უფრო მეტი მოწინააღმდეგე გაუჩინა, ვიდრე მომხრე. სენატის  არჩევნები თუ წააგეს „რესპუბლიკელებმა“, ტრამპის იმპიჩმენტი გარდაუვალია. აქვე ჩინეთის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელიც ირანისგან ყიდულობს ნავთობს, იქ უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო და ამ და კიდევ სხვა ფაქტორების გამო, არ აწყობს ომის გაგრძელება. ამერიკამ ამ უზამაზარ სახელმწიფოს ანგარიში არ გაუწიოს, ასე არ გამოვა. ჩინეთი და ამერიკა მსოფლიო პოლიტიკის უდიდესი მოთამაშეები არიან და უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთის ინტერესებს ანგარიშს უწევენ.  

-ბატონო კოტე, დიდი ბრიტანეთის პოზიციაა ჩემთვის ძალიან გასაკვირი. ყველას კარგად მოგვეხსენება და ჩვენც გვისაუბრია ამ საკითხზე, რომ მსოფლიო ბატონობისთვის ორი სამეული იბრძვის:  ჩინეთი-რუსეთი– ირანი და ამერიკა-დიდი ბრიტანეთი-ისრეალი. ორივე სამეული ყველაფერს აკეთებს, რომ ერთ-ერთი დაიშალოს და მეორემ მოიპოვოს მსოფლიოზე კონტროლი. რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული და მძიმე მდგომარეობაშია, ამ სამეულის მეორე წევრს ისრაელი და ამერიკა ბომბავენ, ომი გამოუცხადეს და გაჩნდა რეალური პერსპექტივა, მისი დაშლისა. ამ დროს, დიდი ბრიტანეთი გვერდზე გაიწია, ნაცვლად იმისა, რომ ისრაელისა და ამერიკის გვერდით დამდგარიყო. რატომ?

–ახლა ძალიან გლობალური საკითხი დასვით თქვენ. აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგი მოიშალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე და ახლა იკვეთება ახალი. თავიდან ბრიტანეთმა დაუთმო ამერიკას თავისი  ტერიტორიები ირანზე თავდასხმისთვის, მაგრამ ბოლოს უარი უთხრა დიეგო გარსიას კუნძულისა და გლოსტერშირში მდებარე ბაზების გამოყენებაზე, რითაც ომში ჩართა აირიდა. ორივე ბაზაზე ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განთავსებული, მაგრამ ისინი ბრიტანეთს ეკუთვნის. ამერიკის სამხედრო ძალები იჯარის ან ორმხრივი შეთენხმების საფუძველზე იყენებდნენ ამ ბაზებს სხვა და სხვა დროს. ბრიტანეთმა გადაწყვეტილება იმიტომ შეცვალა, რომ ევროპის ქვეყნებმა, ერთმანეთის მიყოლებით,  ამერიკას უარი უთხრეს ამერიკას სამხედრო დახმარებზე და მათი ბაზების გამოყენებაზეც. ასევე მოიქცნენ იაპონია და სამხრეთ კორეა. ბრიტანეთში საკმაოდ საინტერესო ვითარებაა. ბოლო გამოკითხვით, ბრიტანელთა 56% მხარს უჭერს  ბრიტანეთის დაბრუნებას ევროკავშირში ანუ, „ბრექსიტის“ შედეგებიც კი შეიძლება გადაისინჯოს. დღეს უკვე სხვა, ახალი ვითარებაა მსოფლიოში და ბრიტანეთშიც, ცხადია. მსოფლიოს სიმძიმის ცენტრი უფრო ევროპისკენ გადაიხარა და სტაბილურობის, სიძლიერის, პრაგმატიზმის, ნდობის ეპიცენტრი უფრო ევროპა გახდა. არც ამერიკა და არც ჩინეთი-ევროპა. შესაბამისად, ბრიტანელთა ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ეს არის-ბრიტანეთი გადაიხარა ევროპისკენ, პრაგმატული პოზიცია დაიკავა  და თავის პარტნიორს, ამერიკას არ გაჰყვა ირანთან ომში. იაპონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი, ფუკუიამა ამბობდა, რომ მომავალში არც ნავთობი, არც ოქრო, არ ხელოვნური ინტელექტი არ იქნება კაცობრიობის განვითარების საფუძველი, არამედ, ეს იქნება ნდობა. ნდობაზე დამყარებული იქნება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები და მთელი გლობალური პოლიტიკა. ამას ფუკუიამა სწერს თავის წიგნში „ნდობა: სოციალური სათნოებისა და კეთილდღეობის შექმნა“. ეს წიგნი 1995 წელს გამოიცა და დღეს მისი იდეები რეალობად იქცა. ამერიკამ, როგორც მსოფლიო მედიატორმა, როგორც მსოფლიოში პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, სწორედ ირანზე თავდასხმით ეს ნდობა დაკარგა.  ნდობა დაიკარგა ბრიტანეთსა და ამერიკას შორისაც. ბრიტანეთი ახლა ეძებს უსაფრთხოების ახალ ქოლგას, უფრო საიმედოს და ამას ევროპელ პარტნიორებში პოულობს, როგორც დღეს ჩანს. ხომ ხედავთ, რა ხდება ევროპაში?  ევროკავშირის ინიციატივით, სომხეთში, ერევანში, 48 ქვეყნის სამიტი იმართება, ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყანა და 21 სხვა ქვეყანა ესწრება ამ სამიტს. იქ ჩადის თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი, ჩადის მაკრონი, ზელენსკი და  უამრავი ქვეყნის ლიდერი. ეს არის თქვენს კითხვაზე პასუხი.

–ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამერიკა დაკარგავს მსოფლიოს #1 ზესახელმწიფოს სტატუსს? ჩინეთი ხომ არ ჩამოართმევს ამ სტატუსს? ან ევროკავშირი, თუ საკუთარ ჯარს შექმნის?

–არა, ამას ჯერ ჩინეთი ვერ მოახერხებს და არც აქვს ამის პრეტენზია. ყველა ჩინელი ექსპერტები სხვა და სხვა სფეროსი, თანხმდებოდნენ, რომ ჩინეთს 10 წელი სჭირდებოდა საიმისოდ, რომ მსოფლიოს პირველი ეკონომიკა ჰქონოდათ. ამაში ხელი ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომმა შეუშალა ხელი. ჩინეთის ეკონომიკა  დიდად იყო დამოკიდებული რუსეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე, ასევე, სხვა საკითხებზე. ხელოვნური ინტელექტის საკითხშიც ჩინეთს ჰქონდა შანსი, 10 წელიწადში ამერიკისთვის გადაესწრო. თუმცა, ჩინეთს ეს გეგმა ჩაუვარდა. დღეს ამერიკა ნამდვილად არის #1 ზესახელმწიფო, ჰეგემონი, ამას არავინ უარყოფს და არც ჩინელები. ჩინეთი უდავოდ არის მეორე. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ახლო და უახლოეს მომავალში, ამერიკას ჩინეთი ამ პოზიციაზე ვერ ჩაანაცვლებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკა დასუსტდა და დაკარგა ჰეგემონის როლი.  თუ ეს მოხდა, მაშინ შესაძლოა მსოფლიოს ორ ცენტრზე ვილაპარაკოთ-ამერიკასა და ჩინეთზე. ჩინეთს დიდი ინვესტიციები ჰქონდა ჩადებული ვენესუალაში, ირანსა და კუბაში. ირანში 2 ტრილიონი დოლარი. ეს სამივე ქვეყანა მოექცა ამერიკის დარტყმის ქვეშ და ეს არ არის შემთხვევითი.

-დავუშვათ ირანთან ომი განაახლა ამერიკამ, ტრამპისგან არაფერია გამორიცხული. შესაძლოა, ჩინეთი ჩაებას ომში ირანის მხარეს?

-ეს 100 პროცენტით გამორიცხულია. შესაძლოა, იარაღი მიაწოდის ჩინეთმა, მაგრამ ირანის არმია ამერიკას არ დაუპირისპირდება.ჩინეთი სამხედრო ძალით, საკუთარი ქვეყნის გარეთ, საომარ მოქმედებებში არ ჩარეულა და არც ჩაერევა. ეს ჩინეთის სახელმწიფოებრივი ფილოსოფიაა. ჩინეთი დიპლომატიის გზით ეცდება თავისი ინვესტიციების და სხვა ინტერესების დაცვას ირანში და სხვა ქვეყნებშიც.

-ნატოს არც ერთი ქვეყანა  არ გაჰყვა ამერიკას ირანთან ომში და მათ სულ მხდალები უწოდა ტრამპმა. რამდენად რეალურია ნატოს დაშლა და თუ დაიშალა, ევროკავშირი შესძლებს საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნას?

-ევროპა უკვე აანალიზებს რა მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები გააანალიზებულია და დასკვნებიც გამოტანილია, ახლა ირანის ომის შედეგების ჯერია. გერმანია, რომელსაც იარაღზე, სამხედრო კონტიგენტის რაოდენობაზე კვოტები ჰქონდა დაწესებული,   შემტევ იარაღის ქონა საერთოდ აკრძალული ჰქონდა, დღეს რამდენიმე ევროპული ქვეყანა ეხმარება,  კანადა და იაპონიაც, რომ შექმნას სოლიდური შეიარაღებული ძალები და ატომურის გარდა, ყველა სახის იარაღი ჰქონდეს.მეტიც, საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ გერმანიას ატომური იარაღი გადასცეს. გერმანიის სამხედრო წარმოების გიგანტის, „რეინმეტალის“ კაპიტალიზაცია სამასჯერ გაიზარდა. ხედავთ, რა გამალებული მილიტარიზაციაა გერმანიაში? ასევე მუშაობს გერმანიის სამხედრო მანქანა, რომ ევროპას ჰქონდეს თავისი შეიარაღება. ევროკავშირს პირველად არსებობის ისტორიაში ჰყავს კომისარი  თავდაცვის საკითხებში. ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო სომხეთში ევროპის შეიარაღების საკითხებზე. საფრანგეთმაც გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი და ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამაც. ვფიქრობ, ევროკავშირის სამხედრო კონტიგენტის  თუ არმიის შექმნა, უბრალოდ გარდუვალია. ეს დააჩქარა რუსეთ-უკრაინის ომმაც და ტრამპის ომმა ირანთან, მერე ტრამპის როყიო, შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ევროპული ქვეყნების, მათი ლიდერების მიმართ. ევროკავშირის ლიდერები ვარაუდობენ, რომ 2027 წლის ბოლოსთვის, მათ უკვე ექნებათ თავდაცვითი ქოლგა, ანუ ეყოლებათ  ძლიერი შეიარაღებული ძალები. ამის გაკეთებას მართლა შესძლებენ. აქვე ისიც ვთქვათ, ამერიკის მომდურებული სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები აფართოებენ ევროპასთან თანამშრომლობას და დისტანცირდენიან ამერიკისგან.ესეც აძლიერებს ევროპას და ცხადია, უფრო ამბიციურს ხდის ამ გაერთიანებას. რუსეთის ნდობაც კი დაკარგა ამერიკამ. პუტინმა განაცხადა, რომ  უკრაინაში ომის საკითხზე, მზად არის ევროპასთან ითანამშრომლოს, ევროპა იყოს შუამავალი  უკრაინასთან მოლაპარეკებებისას. თუ ევროკავშირმა შექმნა ძლიერი არმია, მაშინ მსოფლიო სამპოლუსიანი შეიძლება გახდეს-ამერიკა, ჩინეთი და ევროკავშირი-ევროპა. ისიც გავიხსენოთ, რომ ევროკავშირთან მოკავშირეობას აპირებენ კანადა, ავსტრალია, იაპონია და შესაძლოა, მათ გვერდით სხვა ქვეყნებიც ვიხილოთ. და შესაძლოა დიდი ბრიტანეთიც. არა როგორც ევროკავშირის წევრი, არამედ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო შესაძლებლობის მქონე პარტნიორი.  მომავალში კი ვნახოთ, შესაძლოა, ევროკავშირსაც დაუბრუნდეს ბრიტანეთი.

თეგები: კოტე კემულარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved