• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამბობენ, ზედ წინასაარჩევნოდ, სააკაშვილი ამომრჩეველს ისეთ რამეს დაპირდება, აქამდე არავინ არავის რომ არ დაპირებიაო“

ალია ავტორი - ალია
19:03 07-05-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,053

ანი დვალიშვილი

ცოტა ხნის წინ თითქოს გასაგებად დავწერეთ, რომ კონკრეტულ ადამიანებზე, ანუ ოპოზიციის მხარდამჭერებსა და მათთან ასოცირებულ პირებზე, აგრესიული თავდასხმები მოიმატებდა და ხელისუფლება ამ ყველაფერს გულგრილად შეხედავდა. ძალიან ცოტამ დაიჯერა, ვერავინ გაბედავს ამასო და აგერ ბატონო, გაბედეს კი არა, როგორც თავად ეძახიან, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეზეც გაიწიეს და რომ არა პოლიციის სიმარჯვე, ლევან ხაბეიშვილს იმაზე ნაკლებად არ ექნებოდა სახე დალურჯებული, ვიდრე მიშა მშვილდაძეს ჰქონდა… გითხარით, ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებისთვის უკვე სრული სვლით ემზადება, ოფისების გარდა, აქტივიც არაერთხელ შეკრიბა, მითითებებიც გასცა და როგორ გგონიათ, რეგიონებში რომ დადიან ლიდერები და ადგილებზე პარტიის თავმჯდომარეებს ნიშნავენ, პოლიტ-საბჭოს ირჩევენ, ეს ყველაფერი უბრალოდ პროტოკოლისთვის სჭირდებათ, თუ რეალურად, მთავარ გზავნილებს ეუბნებიან და უხსნიან, ვინ როგორ უნდა მოიქცეს? ამის შედეგი ის გახლავთ, რომ თუ მმართველი გუნდის რომელიმე მხარდამჭერს ეჭვი ეპარებოდა „ოცნების“ სიძლიერეში, ახლა დიდ გულზეა და საჭირო დროს უკან თავადაც არ დაიხევს. ეს საჭირო დრო კი ძალიან მალე მოვა, რადგან პოლიტიკურად 16 თვე ძალიან ცოტა დროა და სწორედ 16 თვეში გვიწევს საპარლამენტო არჩევნები.

თავის მხრივ, რეგიონებში ოპოზიციური აქტივი ძალიან დაფრთხა. მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერის ლანძღვა და გულის მოფხანა აქტივს არაფერს მატებს. მათ სულ უფრო მყარად სჯერათ, რომ ადგილებზე დაუცველები არიან და იგივე ხაბეიშვილის მოწოდების მიუხედავად, პასუხს ყველას მოგთხოვთო, მათ მხარდამჭერებს ამ პასუხის მოთხოვნის სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, მითუმეტეს მაშინ, როცა თავად პარტიის თავმჯდომარეზე იწევენ „ოცნების“ აქტივისტები. წესითა და რიგით, ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე ისევ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს და ამიტომაც არის, ექსპრეზიდენტი ციხიდან წერილს წერილზე რომ იწერება, მაგრამ ეფექტი არც ამას აქვს. ამბობენ, ზედ წინასაარჩევნოდ, სააკაშვილი ამომრჩეველს ისეთ რამეს დაპირდება, აქამდე არავინ არავის რომ არ დაპირებიაო. კულუარებში ამბობენ, მიშა საყოველთაო ამნისტიას დაანონსებსო… მაგრამ საეჭვოა ამან ძალიან იმუშაოს, რადგან ახლა პატიმართა რიცხვი იმაზე სამჯერ ნაკლებია, ვიდრე მიშას დროს იყო და თანაც, გამორიცხულია, ამნისტია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებით გასამართლებულებს შეეხოს. ისე, ამნისტიაზე მმართველი გუნდიც ფიქროს, საშემოდგომო სესიისთვის რომ შეიტანოს პარლამენტში და ახალ წელს „მოარტყას“, თუმცა ამ გზით, ციხიდან 700-900 ადამიანის გამოშვებას გეგმავენ, დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდებათ და მიშაც მოსალოდნელი დაპირებაც ჩაილურის წყალს დალევსო.

ბევრს ჰგონია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან დაწყებული აგრესია უბრალოდ რეიტინგის გასაზრდელად და აქტივის შესაგულიანებლად არის მოფიქრებული. რეალურად კი, „ქართული ოცნება“ დეკემბრისთვის ემზადება, ანუ იმ დროისთვის, როცა ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, მოგვცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. თუ არ მოგვცემენ, ქუჩაში ხალხი გამოვა და სწორედ მათ საპირწონედ სურს ხელისუფლებას ამ ხალხის გამოყვანა. შესაბამისად, ახლა მიმდინარე მოვლენები, დეკემბრისთვის ერთგვარი რეპეტიციაა და ამ რეპეტიციას აქტივი აშკარად წარმატებით გადის. რაც მთავარია, აქტივმა ის უნდა ირწმუნოს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა მისამართით გამოხატული აგრესია პრაქტიკულად არ დაისჯება და აგერ, მშვილდაძის ცემის გამო დაკავებულსაც სულ მალე გირაოთი გამოუშვებენ. სულ მალეში 2-თვიანი წინასწარი პატიმრების ვადის გასვლას ვგულისხმობ და ამის გარანტიები უკვე გაცემულიც არის და მიღებულიც.

დანარჩენი ოპოზიცია კი ჯერ კვლავაც გაურკვევლობაშია. მხოლოდ „ლელომ“ იცის, საარჩევნოდ ფული რომ არ გაუჭირდება და სხვებს თავისკენ ექაჩება, ერთკაციანი პარტიები ახალ მფარველს ეძებენ და „ლელოს“, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მართლაც შეუერთდეს. „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ ხელისუფლების მიმართ აშკარად შერბილებული პოლიტიკა აქვთ, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იციან, არჩევნებისთვის რა მოხდება. სამაგიეროდ, „ხალხის ძალამ“ ზუსტად იცის, რომ წინასაარჩევნოდ (გააჩნია არსებულ ფონს იმ წუთისთვის) ან ცალკე პარტიად გავა, ან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას გადაწყვეტს და მისი ექვსივე წევრი გამსვლელ სიაში მოხვდება. სია ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან გამსვლელ სიაში მოხვედრა უმრავლესობის მოქმედი დეპუტატებიდან ყველას სურს და  ერთი ამდენი კიდევ გარედან ელოდება თავის რიგს. ამიტომ, გვერწმუნეთ, სიაში მოსახვედრად მმართველ გუნდში ძალიან, ძალიან დიდი გარჩევები იქნება და ამ გარჩევების გამო, შესაძლოა მუშტი-კრივიც გაიმართოს. ჰო, კიდევ ერთი – უმრავლესობის წევრებმა კარგად იციან, სიაში თუ ვერ მოხვდებიან, ოპოზიციის მხარეს გადასვლას აზრი არ აქვს, რადგან ვინც ასე მოიქცა, ყველა საშვილიშვილოდ ჩარეცხა „ოცნებამ“ და ვინც უბრალოდ დაელოდა, მას რაღაც თანამდებობა მაინც მისცეს, ანუ უმუშევარი არ დატოვეს.

პოლიტიკური მოვლენების ფონზე, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ რამდენიმე ათეულ მუნიციპალიტეტში, სამსახურების უფროსები და მერის მოადგილეები შეიცვალა. გადაადგილება თითქოს უხმაუროდ მოხდა, მაგრამ ამბობენ, ძირითადად ის პირები დააწინაურეს, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარ პასუხისმგებლობას აიღებენ და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მერობის კანდიდატები იქნებიანო. ამას მოქმედი მერებიც ხვდებიან, მაგრამ ვერ თუ არ აპროტესტებენ. რადგან ზუსტად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მერობაზე უარი ზუსტად ისევე ათქმევინონ, როგორც ეს არც თუ დიდი ხნის წინ, გურჯაანის მერს ათქმევინეს. ახლა, ვისაც იმის სჯერა, რომ ზურაბ უტიაშვილი თავისი სურვილით წავიდა, გავატარებთ. საკუთარი სურვილით ასეთი თანამდებობიდან არ მიდიან, მითუმეტეს საქართველოში და ეს ყველამ გადასარევად იცის.

და ერთიც – ნუ გგონიათ, გინება და ფურთხება მხოლოდ ოპოზიციის ხვედრია. მალე ნახავთ, როგორ აგინებენ კონკრეტულად ორი ქვეყნის ელჩს და „მოიკითხავენ“ პრეზიდენტს… თან, ძალიან მალე.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved