სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი, “მმართველი გუნდის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო.
ზურაბ ჯიბღაშვილი:
“ვოლსკი: “მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში.” ამასთან, ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო.
პარლამენტის უპირველესი დანიშნულება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაა. ამას კი ძირითადად მთავრობის ფორმირებით ახდენს.
თუ გახარია წელიწადისა და ხუთი თვის მანძილზე ვიღაცასთან კონსპირაციულ შეთანხმებაში იყო, მისი დანიშვნა შეცდომა იყო, თუ საპარლამენტო უმრავლესობა (რომელმაც შექმნა გახარიას მთავრობა) ამ ხარისხით შესცდა, ის წელიწადი და ხუთი თვე პარლამენტის მიერ მცდარი პოლიტიკის პირობებში გვიცხოვრია. შეცდომაა ისიც, თუ სთვლი, რომ პარლამენტმა სწორად განსაზღვრა პოლიტიკა, მაგრამ ის არასწორად ხორციელდებოდა და მხოლოდ ამ ხნის შემდეგ აღმოაჩინე. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მმართველი პარტიაა. არ არსებობს გარანტია, რომ ის ისევ მცდარად არ განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკას.
ასეა ეს, მით უფრო დახვეწილ (!) საპარლამენტო სისტემებში. როგორც უყვართ ხოლმე თქმა, მარტივია ეს. ხოდა ლოგიკით, ამ მარტივ გადაწყვეტილებას – პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს მმართველი პარტია.”
კომენტარები