“ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ – მისამართი შეგეშალათ” – ასე მიმართა სააპლეაციო სასამართლოს დარბაზიდან “ოცნებას” მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ასევე ისაუბრა იმ აკრძალვებზე, რაც 11 თვეა აქვს – მისი თქმით, ოჯახის წევრებს მხოლოდ სხდომებზე ნახულობს, რადგანმათთან კომუნიკაცია ციხეში აკრძალული აქვს:
13 წელი მომისაჯეს, მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩამსვეს, მე-11 თვეა აკრძალული მაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კომუნიკაცია. მხოლოდ სასამართლო დარბაზებში ვხედავ ჩემი ოჯახის წევრებს, ამათ ეგონათ, რომ მნახავდნენ მუხლებზე დამდგარს, დავიწყებდი მათთან ხვეწნა-მუდარას, შეწყალების თხოვნას და საპროცესო გარიგებებს და ეგეთ უმსგავსობებს, მაგრამ მისამართი შეეშალათ.
ძმაკაცები და პარტიის ლიდერები ძმაკაცებს იჭერენ, მერე აბუჩად იგდებენ, ერთმანეთს აბეზღებენ, ერთმანეთს ხელს ადებენ, ოღონდ ციხიდან გამოაღწიონ და რას არ კადრულობენ. ხოდა ძაანაც შეეშალათ ჩემთან”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.











კომენტარები