• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამაში მონაწილეობდა სკოლის დირექტორი! ამ ყველაფერს ეწირებიან ბავშვები…” – ნიკა ჩერქეზიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 06-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
291

პოეტი, “ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი:

“რაც განათლების საკითხებზე ვმუშაობ, დღეს პირველად შევეჩეხე ღია აგრესიას.
სოციალურ ქსელში კი იყო არაერთი შემოტევა, მაგრამ ამას სერიოზულად არც აღვიქვამდი და არც ახლა აღვიქვამ.
უშუალო, ფიზიკური აგრესია უკვე დამაფიქრებელია.
შეგნებულად არ ვწერ იმ სკოლების დასახელებებს, სადაც ეს მოხდა.
და რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, ამაში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც და მთლად უარესი – დირექტორი.
თანამდებობის პირი, რომელიც ავანგარდში უნდა იდგეს სკოლაზე ზრუნვის მიმართულებით, ფაქტობრივად პანიკაში იყო, რომ ჩემს სიუჟეტს საქმე არ გაეფუჭებინა მისთვის.
არანაირი ტენდერი არ ჩავარდნილაო, იმეორებდა დაუსრულებლად და რომ ვაჩვენებდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მაინც ვერ წყნარდებოდა.
სკოლა დარჩა რეაბილიტაციის გარეშე და ეს კი არ ადარდებდა, მხოლოდ საკუთარი თავი და თანამდებობა.
ლაივიც შეგნებულად არ ჩავრთე, იმდენად ცუდად გამოჩნდებოდა თვითონ ეს ადამიანი.
თან სასაცილო, თან სატირალი ის იყო, რომ რადგან მაისური მეცვა, არასერიოზულად მიმიჩნია და ძალიან აგდებულად ლაპარაკებოდა, დრეს-კოდს უნდა იცავდეო.
ე.ი. მაინცდამაინც ჰალტუხი უნდა წაიჭირო ყელზე, რომ პატივისცემას იმსახურებდე.
უკვე სახეზეა, რასთანაც გვაქვს საქმე, მოწიწება ფორმისადმი და არა შინაარსისადმი.
მე არ ვიცი, როგორ უნდა მართავდნენ ასეთები ან სკოლას, ან მოსწავლეებს რა მაგალითი უნდა მისცენ, რა უნდა ასწავლონ.
ძალიან დამთრგუნველი სიტუაციაა.
შეუძლებელია მსგავს გარემოში ლაღი თაობის გაზრდა.
უბრალოდ, შეუძლებელია!
❗️❗️❗️ ვიდრე სკოლები არ გათავისუფლდება პარტიული დიქტატისგან, ვიდრე დირექტორები და მასწავლებლები არ იქნებიან აბსოლუტურად თავისუფლები და დამოუკიდებლები, ვიქნებით ამ ჭაობში.
სრული, ფუნდამენტური, გენერალური რეორგანიზაცია სჭირდება განათლების სისტემას და ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ნომერ პირველი პრიორიტეტი.
?
რაც უკვე უფროსების საქმეა, ჩვენი საზრუნავი და მოსაგვარებელია, რადგან ამ ყველაფერს ეწირებიან ბავშვები, რომლებიც, სამწუხაროდ, სრულიად დაუცველები არიან.”
თეგები: ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved