• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ამას შეძრწუნებული ვწერ მე, გრიგოლ ონიანი”

ალია ავტორი - ალია
14:53 08-01-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

„სტალინელთა კავშირის“ დამფუძნებელი, გრიგოლ ონიანი:

ამ რამოდენიმე წლის წინ გერმანიიდან, საზაფხულო არდადეგებზე, საქართველოში ბრუნდებოდა ქართველი სტუდენტი ბიჭი (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) გერმანიაშივე ნაყიდი შეძენილი ავტომაქანით. ყველა სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მომენტში შვილს კავშირი ჰქონდა მშობლებთან, რომ ესა თუ ის საზღვარი გადაკვეთა.

ასეთივე შეტყობინება მიიღეს მშობლებმა თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მომენტში.

გერმანიიდან მომავალი სტუდენტი თურქეთის ტერიტორიაზე მოძრაობდა და უახლოვდებოდა რა საქართველოს საზღვარს, მისი კავშირი მშობლებთან გაწყდა …

მამა, პოლიციის პოლკოვნიკი, ერთი დღის შემდეგ, მყისიერად გაემგზავრა თურქეთში შვილთან შესახვედრად. მან ყველა სარეგისტრაციო უბანი გამოიარა, სადაც მისი შვილის მანქანა იყო რეგისტრირებული. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი უბნიდან მანქანა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მამამ ბევრი ეძება შვილი, როგორც ნაცნობ-მეგობრების, ისე ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობით,მაგრამ შვილის კვალს ვერ მიაგნო. ასე ეძებდა მამა შვილს სამი წელიწადი, რომელმაც მიატოვა სამსახურეობრივი მოვალეობა და ეძებდა შვილს – ცოცხალს თუ მკვდარს, ეძებდა წლების განმავლობაში და როდესაც დარწმუნდა, რომ შვილს ვერ პოულობდა, თავი მტკვარში დაიხრჩო …

… და შვილის ძებნა დედამ განაგრძო.

აღმოჩნდა, რომ შვილი ავარიის თუ სხვა უბედური შემთხვევის გამო, თურქეთის საგზაო ტრასაზე გარდაცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში არსებობდა ყველანაირი საბუთი მანქანის მფლობელის ვინაობის შესახებ, თურქეთის პოლიციამ არც საქართველოს საელჩოს თურქეთში და არც მშობლებს არ შეატყობინა ტრაგედიის შესახებ და გარდაცვალებიდან 2 საათში იქვე, გზის პირზე დამარხა.

რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს მთაწმინდაზე, მაგრამ უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ რა მოხდა და რით არის ავსტრიის მოქალაქის სიკვდილი ასეთი ტრაგიკული, რომ მთელი საქართველო დავტირით?! ხოლო თურქეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭი, საქართველოს მომავალი(!), კი გარდაცვალებიდან 2 საათის შემდეგ ისე დაიმარხა უცხო ქვეყანაში, სადღაც გზისპირზე, რომ არც არავის(!) შეატყობინეს.

გამაგებინეთ, ნუთუ მელაძის პრანჭვა-გრეხვას უნდა ვუყურო ამ დღეების თუ თვეების განმავლობაში?!

ნუთუ არ უნდა დასრულდეს ეს ვაკხანალია და ვისაც ევალება ეს საქმე იმან გამოიძიოს, იმან შეატყობინოს საზოგადოებას მომხდარი ამბის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ესენი გებელსის ნაბიჭვრები არიან!

პ.ს. არა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე” არამედ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შეძრწუნებული ვწერ მე, გრიგოლ ონიანი.

თეგები: გრიგოლ ონიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved