• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას ქვია რაღაცის პიკი… ეს რაღაცა კამერის წინ არ ითქმება” – მდინარაძე გახარიაზე

ალია ავტორი - ალია
19:26 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,532

„ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გაკეთა რუსთავი 2–თან, რუსთავი 2–ის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შეხვედრაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას განიხილავდნენ, გიორგი გახარიაც მივიდა და თქვა:

„გახარიას პარტია არის ის პარტია, რომელიც მესიჯბოქსში ხშირად იყენებს სიტყვას – ნაცქოცური, ამ დროს „ნაცმოძრაობასთან“ საკრებულოში, სადაც შეუძლიათ, კოალიცია აქვთ დალაგებული. წარმოიდგინეთ, პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც იმ საკრებულოებში, სადაც წარმომადგენლები ყავს, კოალიცია აქვთ დალაგებული „ნაცმოძრაობასთან“ და „ნაცმოძრაობასთან“ წარმოსახვით კავშირზე ლაპარაკობენ ხოლმე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. ამას ხომ შუბლის ძარღვიც უნდა, გაწყვეტილი შუბლის ძარღვი ამას ვერ იზამს, გაგლეჯილი უნდა იყოს, არც არასდროს უნდა არსებულიყო ალბათ, რომ შენ კოალიცია გქონდეს ვიღაცასთან დალაგებული და იმასთან კონტაქტს „ქართულ ოცნებას“ აბრალებდე.

ამიტომ, არ გამკვირვებია თქვენი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მაგასთან ერთად არის, სულ მაგათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს დასანქცირებას, იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებები აქვს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, რომ დასანქცირდეს ასეთი ადამიანი. რაც უფრო ქართველი ხარ მენტალურად, მით უფრო გებრძვიან, რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ შენს ქვეყანაში მიიღებოდეს შენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები, მით უფრო გებრძვიან და გემუქრებიან სანქციებით. ამ შედეგებზე ზრუნავენ, მაგრამ ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომელიმე თეორიულ გათვლაში, საქართველოში ქართველმა ხალხმა დაუშვას, რომ დაიჩაგროს ლიდერი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი იმის გამო, რომ მას პრიორიტეტად აღებული ჰქონდა ეროვნული ინტერესი, მიუხედავად ათასგვარი სპეკულაციური დაბრალებისა, მას პრიორიტეტად ჰქონდა რეალური და ჭეშმარიტი ევროპელობა, მას პრიორიტეტად ჰქონდა აღებული ღირებულება. ამისთვის ვერ დავიჩაგრებით და ვერ დავისჯებით, ამის მცდელობები რა თქმა უნდა არის და ამ მცდელობაში თანამონაწილე, თქვენი ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა გიორგი გახარიაც. გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, პარადოქსიც არ ქვია, ამას ქვია რაღაცის პიკი, რომელ რაღაცას ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება“.

ყავის დალევა, თუ ივანიშვილის სანქცირების განხილვა? – რას პასუხობს გახარია მედიას

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved