ფოტო – ტვ პირველი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც ამერიკელ ექსპერტ-ტოქსიკოლოგს, დევიდ სმიტს კითხავენ, კამათით მიმდინარეობდა.
სმიტის განცხადებას, რომ საქართველოში მძიმე მეტალებზე მკურნალობა ვერ ხდება, ბრალდების მხარის პროტესტი მოჰყვა.
“კითხე, იცის თუ არა რომ საქართველოში არსებობს სამედიცინო უნივერსიტეტი, კათედრა არსებობს ტოქსიკოლოგიის, რომ არის ცენტრი ტოქსიკოლოგიის “მიხაილოვის საავადმყოფოში”. არაერთხელ არის გაკეთებული მსგავსი კვლევა”- თქვა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ.
“რატომ უწოდებს ამერიკელი ექსპერტი “უუნაროს ქართველ მედიკოსებს. ამას პაპუასები ხომ არ გვგონივართ”- თქვა პენიტენციურის წარმომადგენელმა სმიტის მისამართით.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები