• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამას ნანუკა ჟორჟოლიანი წერს – გამოდის, ზვიადი არ ყოფილა ქვეყნის პირველი პირი და არც სიცოცხლის უფლება ჰქონია“ – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
13:02 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

“30 წლის წინ ხელახლა დაფუძნებული დამოუკიდებელი საქართველო წინ ვერ წავა, ვიდრე არ მოხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა,”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ თუ ბოლომდე არ მივა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, დიდ შერიგებაზე საუბარი ზედმეტია.
პირველი პრეზიდენტის ვაჟი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის სტატიას აქვეყნებს ამ თემასთან დაკავშირებით და წერს:
“დიდი შერიგება” ვერ მოხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმე არ მივა ბოლომდე, და ამ მკვლელობის დამკვეთებიც და უშუალოდ შემსრულებლებიც არ გახდება ცნობილი.“
კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ ცუცქირიძის მოსაზრებას იზიარებს და კინოფილმ „მონანიების“ ერთ ფრაგმენტს იხსენებს.

„სავსებით ვეთანხმები სტატიის ავტორს – გიორგი ცუცქირიძეს. სხვა შემთხვევაში გარანტირებული გვაქვს იგივე, რაც ფილმი “მონანიების” ერთ სცენაშია: ჭირისუფლებს მხარზე უდევთ ვარლამ არავიძის სასვენებელი და ცდილობენ დახურული სივრციდან გაღწევას, მაგრამ ვერ ახერხებენ – აქეთ-იქით აწყდებიან,“- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტსაც ეხმაურება და წერს, რომ ჟორჟოლიანის პათოსის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უფლება არ ჰქონია.

„ამას კი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს – გამოდის, რომ ზვიად გამსახურდია არ ყოფილა ქვეყნის პირველი პირი და არც სიცოცხლის უფლება ჰქონია.“
ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს უკავშირდება და მასში ნათქვამია:
„და რას მეუბნებით, ედუარდ შევარდნაძეს ბრალს ვერ წაუყენებდნენ? დაკავების მიზეზი არ იარსებებდა? მაგრამ ასე იქცევიან სახელმწიფოს ლიდერები. ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცხოვრობდა რეზიდენციაში, ყავდა დაცვა და არ აღძრულა მის წინააღმდეგ არცერთი სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის არც ზვიად გამსახურდიას თემაზე.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved