პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ეხმაურება და წერს:
აი, ეს მონღოლი მეჯოგის შთამომავალი, დეზერტირების ბაზრის დირექტორის დის შვილი, საწყალი ხალხის ძარცვით მისივე გამოზრდილ–დაფრთიანებული შემდგომში სააკაშვილის ძმის პირადი თარჯიმანი, მესაუბრება ნაცმოძრაობაზე, იმაზე რომ თურმე მთელი მანდატები მათია და ოპოზიციამ ვერ გაამართლა.
კი ვერ გაამართლა, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, დაგისკუპდნენ და გარდაუვალ დამხობას გადაგარჩინეს, მაგრამ შენ რომ დააქციე ქვეყანა და მაინც ამაყი გაუპატიურებულივით იქცევი ამას რა ვუყოთ?
ცნიბისთვის, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას, თქვა:
“2020 წელს, როდესაც ერთპროცენტიანი ბარიერი დაწესდა სამადლოდ მიიღეს ის მანდატები, რომლებიც აქვთ და დაკმაყოფილდნენ ამ მანდატებით. იყო დრო, ოთხი წელი, რომელიც მათ უნდა გამოეყენებინათ, შანსი მიეცა პატარა პარტიებს, მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, რომ მათი დღის წესრიგი განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგისგან. სხვა მეტი დატვირთვა იმ ერთპროცენტიან ბარიერს მეტი არ ჰქონია. ეს იყო მთავარი დატვირთვა, მათ შორის მთავარი რეკომენდაცია ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, რომ აი, ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს ოპოზიციურ ფლანგზე. იქნებ, მისცეთ შანსი პატარა პარტიებს, ისინი არ ჩანან, გამოაჩინონ თავისი თავი და აჩვენონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არსებობს სხვა ოპოზიციური პარტიაც. ოთხი წელი გავიდა და რას ვხედავთ. ჩართეთ პარლამენტის ნებისმიერი სხდომა, ნახეთ ოპოზიციის ნებისმიერი ბრიფინგი, „ნაციონალური მოძრაობა არითმეტიკულად გადანაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. ეს არის, საბოლოო ჯამში, მათი პარლამენტში ოთხწლიანი მუშაობის შედეგი, რომ ისევ დარჩნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ. არიან იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ წელსაც მოსახლეობას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სხვადასხვას დანაყოფების სახით“
კომენტარები