• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა აქვს ხველა” – რა ქვეშტამებია გავრცელებული ქვეყანაში

ალია ავტორი - ალია
16:02 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,240

ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა:

„გავრცელებულია კორონავირუსის ახალი ქვეშტამია, რომელიც საქართველოშიც დასტურდება, მაგრამ ამავდროულად გვხვდება ადენოვირუსი (სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადება), რესპირატორული ვირუსი (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციის გამომწვევია) და პარაგრიპი (გრიპისმაგვარი დაავადება, რომლის კლინიკური მიმდინარეობა ხანმოკლეა, ხოლო დასაწყისი მწვავე)

როდესაც ადამიანს სიცხე აქვს, პირველ რიგში, კორონავირუსზე უნდა დაიტესტოს. ვფიქრობ, ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და  საყურადღებოა, რადგან ცირკულირებს კორონავირუსიც, პარაგრიპიც და რესპირატორული ვირუსიც.

პაციენტს ერთი ვირუსი რომ შეხვდება, მეორისგან არ იცავს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს, რომ ორი სხვადასხვა ვირუსი  არ შეხვდეს.

რესპირატორული ინფექცია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. წინა წლებში არ იყო ვირუსული ინფექციები გავრცელებული, რაც ალბათ, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თავს ვიცავდით და ყველა ღონისძიება, რაც იყო კოვიდისთვის, იყო გრიპისთვისაც.

ახლა უკვე თავს აღარ ვიცავთ და ამიტომ გაიზარდა გაციებულთა რაოდენობა. ამ სეზონზე სავარაუდოდ, უფრო მოიმატებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირუსი არის გახანგრძლივებული. ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა აქვს ხველა.

რადგან რესპირატორულ ინფექციებში გრიპი ყველაზე მძიმე ვირუსული ინფექციაა,სასურველია, პირველ რიგში, ვაქცინაცია. (კარგია, თუ ამ დროისთვის უკვე  ჩატარებული გაქვთ).

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისევ საჭიროა პირბადე. სასურველია ჰიგიენური რეჟიმის დაცვა. ასევე სასურველია ორგანიზმის არასპეციფიკური საშუალებებით გაძლიერება, მაგრამ მას უშუალოდ ექიმი ნიშნავს, პაციენტი თვითნებურად  ვერ დაინიშნავს მკურნალობას.

საჭიროა, ძირითადად სითხეებით დატვირთვაა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება.

და პირველ რიგში, ვინც არის დაავადებული, თუნდაც პატარა რესპირატორულ სიმპტომებს გრძნობს, თავი უნდა შეიკავონ სოციუმში მოსახვედრისგან. უნდა გვქონდეს შეგნება, რომ ვირუსი სხვას არ გადავდოთ“.

თეგები: მარინა ენდელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved