• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ წუთებში უაღრესად იმედისმომცემი მოსმენები ამერიკის სენატში – უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის” – ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
16:10 10-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე:

ამ წუთებში უაღრესად საინტერესო და იმედისმომცემი მოსმენები მიმდინარეობს ამერიკის სენატში შავი ზღვის უსაფრთხოების და რეგიონში ამერიკის ინტერესების დაცვის თაობაზე. საუბარი უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზეც მიდის, რაც შავი ზღვის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელიაო.

უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში ჩვენი შიშები კი არ უნდა გვამოძრავებდესო: რას იზამს რუსეთიო, არამედ ჩვენი სტრატეგია უნდა დავდოთო და დავძლიოთ ევროპის გაყოფა ამ საკითხშიო.

უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის, რომელსაც პატრიოტი და გონიერი ხელისუფლება საუკეთესოდ გამოიყენებს. ისაუბრეს ამერიკის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შერყევაზეც რეგიონის ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის გამო, თუმცა, ისიც ითქვა, რომ ამერიკამ შეამცირა დამოუკიდებელი მედიის და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა ამ ქვეყნებში, რაც გამოსასწორებელია.

ითქვა ისიც, რომ რეგიონის ქვეყნები იმედგაცრუებულები არიან ამერიკის არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით. დღევანდელი მიდგომები უკრაინა-საქართველოსთან მიმართებაში ეფექტური არ არის რუსული აგრესიის შესაკავებლადო. მეტი სამხედრო დახმარება, ამერიკის მეტი ინსტიტუციური ყოფნაა საჭირო ამ ორ ქვეყანაშიო.

ისაუბრეს 3 ზღვის ინიციატივაზეც. წყნარი ოკეანის რეგიონისკენ ჩვენი ინტერესების გადანაცვლებამ უყურადღებოდ არ უნდა დაგვატოვებინოს შავი ზღვის რეგიონიო. ზედმიწევნით საინტერესო გამოსვლებია. თანდათან დაგაწევთ დეტალებს. სულ ახლახანს ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიისგან უკუსვლაზე, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ჩათვლით, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ჩვენ კი არ უნდა მივატოვოთ ამის გამო საქართველო, არამედ ხელი შევუწყოთ დემოკრატიისკენ მიბრუნებაშიო.”

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved