ღამის კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი:
„ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!“
შეგახსენებთ, რომ 22-თვიანი შეზღუდვებისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ 21 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც კლუბებისთვის ოპერირების შეზღუდვის გაგრძელებას შეეხებოდა, საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ამის შემდეგ დაუმორჩილებლობის შინაარსით განცხადება გაავრცელეს. გუშინ საღამოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირმა (Art4cultute) კიდევ ერთი გაცხადება გაავრცელა.
კომენტარები