• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ წამისათვის, 8000-მდე რაკეტა გვესროლეს, ისრაელი კი მეთორმეტე დღეა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთში გადასვლას აცდის” – ლაშა შაყულაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:54 10-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
497
მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომში ადამიანები მხოლოდ ჯარსა და თავდაცვის რაზმებში არ გამოცხადებულან. მოხალისეები, ფრონტის წინა ხაზზე, საბრძოლველად სხვადასხვანაირად მიდიან.
მოხალისეები სამხრეთ ისრაელის იმ დასახლებებში მიემართებიან, სადაც ადამიანები წარმოუდგენელი სისასტიკით ამოჟლიტეს და სადაც ცხოველები მოსავლელები არიან. დგანან და ფერმებში მუშაობენ. შეგიძლიათ მოხალისედ გამოცხადდეთ და სამხრეთში ძროხების მოსაწველად წახვიდეთ.
ომში ბრძოლის ეს მეთოდიც არანაკლებ ღირსეულია.
ამ წამისათვის, ღაზის სექტორიდან, 8000-მდე რაკეტა გვესროლეს. რკინის გუმბათმა დაგვიცვა, თორემ ისრაელს რუკაზეც ვერ იპოვნიდით. ისრაელი კი მეთორმეტე დღეა რაც ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთში გადასვლას აცდის, სანამ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ჰუმანიტარული დახმარების პირველი 20 სატვირთო მანქანა ეგვიპტიდან ღაზის სექტორში უკვე შევიდა. ჰამასი კი პირწმინდად ძარცვავს ყველა ჰუმანიტარულ მისიას და მშვიდობიან მოსახლებას ყველა საარსებო რესურსს ართმევს.
რაც მთავარია, ჰამასის სრული მმართველი რგოლი ყატარშია და სიტუაციას იქიდან აკონტროლებს, თუმცა საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას ისრაელის რაკეტებს პირდაპირ უშვერენ და შემდეგ დაღუპული ბავშვების სტატისტიკით სამყაროს ეთამაშებიან. ჩვენ გაუჩერებლად გვესვრიან; ჩვენი მოხალისეები ფრონტის წინა ხაზზე არიან და ფიზიკური ბრძოლის გარდა – სასტიკად მოკლული ადამიანების ფერმებს და პირუტყვს უვლიან.
ყველა ქვეყანაში და ებრაულად გაზრდილ ყველა ბავშვს ადრეული ასაკიდან რაბი ჰილლელის სიტყვებს უმეორებენ – “თუ ახლა არა – მაშინ როდის? თუ მე არა – მაშინ ვინ?!”. პირველად განვიცადე ერთობა ერში, რომელიც დარწმუნებულია რომ ერთმანეთის ინტელექტის და შესაძლებლობების იმედი გვაქვს!
სანამ ჰამასის უფროსობა ყატარიდან გვაკვირდება და ახალ სცენარს ადგენს – სამყაროს დიდმა ნაწილმა ჰამასის განცხადება 1 წამში დაიჯერა და ისრაელი საავადმყოფოს დამბობმავ ტერორისტად შერაცხა. იგივე ნაწილმა, რომელმაც რაღატომღაც გადაწყვიტა რომ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომესაც ომის მოგება არ ეპატიება არის ისრაელი! ქვეყანა, რომელსაც მძინარეს დაესხნენ და 1400 ადამიანი რამდენიმე საათში მხეცურად ამოუჟლიტეს – მხოლოდ იმის გამო რომ ისინი ებრაელები იყვნენ.
სანამ ბავშვებზე შემეკითხებით – მანამდე გეტყვით: ყველა მოკლული ბავშვის სისხლი სამყაროს ერთნაირად აზანზარებს. მე მეცოდება ქფარ აზაში თვალებამოთხრილი და თითებდაჭრილი ყველა ისრაელელი ბავშვი, რომლებიც მშობლებს მიაბეს და ისე აწამეს და რომელთა კადრები ინტერნეტში დევს. მეცოდება ყველა პალესტინელი ბავშვი, რომელსაც ყატარში მომჯდარი ჰამასის მმართველობა ისრაელის რაკეტებს სპეციალურად უშვერს, რათა მათი სტატისტიკით სამყარო ისრაელის გადადგურებაში დაარწმუნოს. მეცოდება ყველა ადამიანი, ვინც ვერ ხვდება რამხელა ბოროტებას ებრძვის ეს სახელმწიფო და ცალკე მოგიკითხავთ ყველას, ვინც თქვენი არასრულფასოვნების, უმეცრების და უზადო ამბიციების რეალიზებას ამ ამბავში ჰამასთან არაპირდაპირ ფლირტში ახდენთ.
თეგები: ლაშა შაყულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved