• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ წამალმა კორონავირუსით სიკვდილისგან მიხსნა – ექიმებმა მითხრეს, ოჯახს დაემშვიდობეო”

ალია ავტორი - ალია
13:34 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ნიუ იორკ პოსტი“ – კორონავირუსით დაავადებული აშშ-ის მოქალაქე ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ რეკლამირებულმა მალარიის საწინააღმდეგო წამალმა სიკვდილისგან იხსნა

ფლორიდის მცხოვრები, რიო ჯარდინიერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ რეკლამირებულმა მალარიის საწინააღმდეგო წამალმა სიკვდილისგან იხსნა. ამერიკულ გამოცემა, „ნიუ იორკ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 52 წლის რიო ჯარდინიერი ამბობს, რომ კორონავირუს, „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების შემდეგ, აღენიშნებოდა საშინელი ტკივილი ზურგში და თავში, ჰქონდა ხველა და დაღლილობა. ვირუსის დადასტურების შემდეგ, ჯარდინიერის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჟანგბადი დაუყენეს. ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, ექიმებმა უთხრეს, რომ მათ მეტის გაკეთება აღარ შეეძლოთ და რიო ჯარდინიერი ოჯახის წევრებს დაემშვიდობა. შემდეგ მეგობარმა გაუგზავნა მას უახლესი სტატია ჰიდროქსიქლოროქინის შესახებ, რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებენ ათწლეულების განმავლობაში.

„ნიუ იორკ პოსტის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულმა კვლევებმა „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში წამლის პერსპექტიულობა დაადგინა, თუმცა ის არ იყო დამტკიცებული ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ დაავალა, სწრაფ ვადებში შეემოწმებინა ჰიდროქსიქლოროქინი და მასთან დაკავშირებული წამალი „ქლოროქინი“, როგორც, „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საშუალება. ჯარდინიერიმ განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა ინფექციური დაავადების ექიმს, ამ პრეპარატის შესახებ. თავდაპირველად ექიმმა „ქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა არ მისცა, რადგან საკმარისი შემოწმება და გამოცდა ჩატარებული არ იყო, თუმცა მოგვიანებით ექიმმა წამლის გამოყენების ნებართვა გასცა. ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჯირდინერიმ თქვა, რომ გულისცემის მომატება იგრძნო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მას კიდევ ერთი ეპიზოდი ჰქონდა, როდესაც სუნთქვა გაუჭირდა. ჯარდინიერის თქმით, მას „ბენადრილსა“ და სხვა პრეპარატებს აძლევდნენ და როდესაც გამოიღვიძა დილის 4:45 საათზე, თავს გრძობდა „ისე, რომ არაფერი მომხდარა“. მას შემდეგ პაციენტს სიცხე და ტკივილი არ ჰქონია და კვლავ შეუძლია სუნთქვა.

ჯარდინიერის განცხადებით, ექიმები თვლიან, რომ მის მიერ გამოვლენილი ეპიზოდები არ იყო რეაქცია მედიკამენტებზე, ეს იყო სხეულის ვირუსთან ბრძოლა. ჯარდინიერი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც ლოს ანჯელესის მაღალი დონის რესტორნებისთვის სამზარეულოს მოწყობილობებს აწარმოებს. პაციენტი ამბობს, რომ გასული დღეების განმავლობაში მედიკამენტების სამი დოზა მიიღო და იმედოვნებს, რომ საავადმყოფოდან ხუთ დღეში გაწერენ.

„წამალმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა“ – აცხადებს რიო ჯარდინიერი. „ნიუ იორკ პოსტის“ სტატია სოციალურ ქსელ, „ფეისბუქში“ გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დაწერა, რომ პრეპარატს შესანიშნავი ადრეული შედეგები აქვს და მისი გამოყენება 24 მარტიდან ნიუ-იორკში და სხვა ადგილებში დაიწყება.

წყარო – 1 ტვ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved