პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ტაქსისტი მეუბნება, როგორ გავხართ ირინა სარიშვილს, გუშინ ვუყურე სადღაცო, ნუ თქვენ ბევრად ახალგაზრდა ხართ და უკეთესიო მაგრამ ისიც ძაან მიყვარსო
არ ვარ ფოტოგენურიმეთქი რამდენჯერ ვთქვი მარა ამ ტროლებს გააგებინებ რამეს მახინჯოს და ბებეროს რო მეძახიან? თან ეს ოპერატორები გაბურძგნულს, დაღლილს, სახლში ცხვირზე რო მოგადებენ კამერას, სახის ყველა სისხლძარღვი რო ჩანს თავის სისხლის მოძრაობითა, წამყვანები კი უზით 10 კილომეტრში დახატულ–დავარცხნილები, რა გინდა რო ქნა?!
მე კი მაგრად მკიდია ორლარიანი ბანძი რას იტყვის, მაგრამ მაინც, ტყუილად რომ არ დეიღალოთ თავი, ადრეც გითხარით და კიდე გიმეორებთ – ტყუილად ჩხავით მზეთუნახავებო – ჩემი ჭკუითაც და გარეგნობითაც ძაან კმაყოფილი ვარ და არც ერთს და არც მეორეს ჩემთვის არც საქმეში და არც პირად ცხოვრებაში პრობლემა არ შეუქმნია და ძაანაც ვაფასებ იმ ხალხს რომლის გემოვნებაშიც ვჯდები.
ხოდა დამშვიდდით ყველაზე ლამაზებო და ჭკვიანებო, მზეს შეხედეთ, კარგი ამინდით ისიამოვნეთ, თუ ვინმე გყავთ გამარჯობის მთქმელი მაინც, ქავერზე რო ხატები გაქვთ, იმ ხატებს მადლობა შესწირეთ და დეისვენებთ თქვენც და თქვენი მეზობლებიც
ირინა არაფოტოგენური”
კომენტარები