• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ სქემით აპირებს “რუსთავი2″ ქონების გადამალვას” – აქიმიძე და დვალი გამოძიებას მიმართავენ

ალია ავტორი - ალია
16:49 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“რუსთავი 2”-ის მენეჯმენტმა სასამართლომდე 2 დღით ადრე, ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას მიმართა. როგორც ყოფილი დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ამბობენ, “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელმა პირებმა მნიშვნელოვანი პროცესის წინ ქონება უკანონო გზით გადამალეს.

კერძოდ, მათი თქმით, მას შემდეგ რაც “რუსთავი 2” “პრაიმტაიმთან” გაერთიანდა, ცალკე კომპანია, მედია ჰოლდინგი შეიქმნა, რომელსაც “რუსთავი 2”-მა ქონება სრულად გადასცა.

“ახლა ნათლად ჩანს, რა იყო ამოცანა. მათ არ ჰქონდათ ზუსტი სქემა, როგორ აერიდებინათ მოსალოდნელი ზარალი და წაგება. მე დარწმუნებული ვარ, სასამართლომ სხდომა მანამდე არ დანიშნა, სანამ ეს სქემა თაღლითობის სქემა შემუშავებული არ იყო, რომ გადამალონ ის მითვისებული კომპანიის მთელი ქონება და რესურსები.

სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო ბოლოს დააკმაყოფილებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვადა 2 თვე აქვს. 2 თვის თავზე ამოცანა და გეგმა ის არის, რომ არანაირი ღირებული ქონება “რუსთავი 2-ს” აღარ ჰქონდეს, როცა ჩვენ ამას დაგვიკმაყოფილებენ”,- თქვა დავით დვალმა.

ტელეკომპანია ახლა სააქციო საზოგადოება მედია ჰოლდინგის ფარგლებში მუშაობს, თუმცა სახელწოდება “რუსთავი2” დაიტოვეს.

“ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ დაგვჩაგრეს, მოგვატყუეს, გადაგვაგდეს და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ჩვენ პრინციპულად ვიომებთ”, – თქვა ჯარჯი აქიმიძემ. 

ადვოკატ კახა კოჟორიძის თქმით, ისინი ითხოვენ, რომ ამ სქემის გასაშიფრად გამოძიება დაიწყოს, მათ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს. 

სასამართლო პროცესი 14 მაისსა ჩანიშნული, “რუსთავი 2”-ის წილის 60% დაყადაღებულია. დამფუძნებლები ამბობენ, რომ ახლა კომპანია აღარაფერს ფლობს გარდა 10 ლარად შეფასებული 10 აქციისა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved