• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ საქმის გამოძიება მარტო მისი ოჯახის საქმე არ გახლავთ! ეს ჩემი საქმეცაა!”

ალია ავტორი - ალია
17:38 07-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რაღაც უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოების ნაწილში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით: გამოჩნდნენ ყველაფერზე მაღლა მდგომი “ობიექტურები”, “მიუკერძოებლები”, რომლებიც გვირჩევენ დაველოდოთ გამოძიებას და ვლანძღოთ მასმედია – იმ გამოძიებას, რომელიც არ იქნებოდა რომ არა მასმედიის აქტიურობა, ყალბი პათოსით და ბრტყელ–ბრტყელი სიტყვებით გვამუნათებენ, აცალეთ ოჯახს გლოვაო.

ამას კიდევ ახალი “შეგონება” დაემატა – კი მაგრამ თუ ოჯახი (ბიძას გულისხმობენ სავარაუდოდ) ენდობა გამოძიებას და არ ენდობა ამ გამოძიების მაკრიტიკებლებს, თქვენ ვინ გეკითხებათ რომ ერევით საქმეში, თქვენ რა გიორგი მის ოჯახზე მეტად გიყვარდათო?

ამ ყალბი, არაადეკვატური და ამაზრზენი ტენდენციის მიმდევართა საყურადღებოდ! ეს მკვლელობაა და არა მანქანის გაკაწვრის საქმე, როცა მანქანის პატრონს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, უჩივლოს თუ არა გამკაწვრელს – ეს ერთი!

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა არის სისტემური დანაშაული, რადგან სრულიად აშკარაა ხელისუფლების მცდელობა ხელი დააფაროს მკვლელებს!

ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, ამ საქმის გამოძიება და ნამდვილი მკვლელების დადგენა მარტო მისი ოჯახის საქმე არ გახლავთ! ეს ჩემი საქმეცაა! თქვენი საქმეცაა და ყველასი, ვისაც საკუtარი შვილებისთვის უსაფრთხო მომავალი უნდა!

ხელისუფლების მიერ რბილად რომ ვთქვათ წახალისებული კრიმინალები, რა პროფესიისაც არ უნდა იყვნენ ისინი, საშიშია თქვენი შვილებისთვისაც და ძალიან სამწუხაროა რომ თქვენ ეს არ გესმით!

ამდენი ყალბი პათოსის შემცველი განცხადებების სანაცვლოდ, ეგებ იფიქროთ იმაზე რომ სისტემური დანაშაული ყველასთვის ერთნაირად საშიშია და ამდენად ეს ყველას საქმეა!

სისტემური დანაშაული უნდა გაიხსნას ბოლომდე!

უნდა დაინგრეს ის სისტემა რომელიც ამ დამნაშავეებს როცა დაჭირდება სათავისოდ იყენებს!

და ეს მარტო ჭირისუფლის პრობლემა არაა!

ამ სისტემის დანგრევით მე ჩემ შვილებს ვიცავ!

დიახ! ეს ჩემი საქმეა!

დაიცავით საკუთარი შვილები!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved