პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, თვითონ სააკაშვილი და ხალხი, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას სთხოვდა.
„მიშა რომ ციხეშია, ამაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ (მითითებული თანმიმდევრობით):
1. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
2. თვითონ მიშა (რაკი ჩამოსვლა გადაწყვიტა)
3. ის ხალხი, ვინც „მიშა ჩამოდიო“, იძახდა.
ამ სამის გარდა, მიშას ციხეში ჯდომა არავისი ბრალი არაა.
ზოგადად ქართული საზოგადოების ბრალია, რომ „ქართული ოცნება“ აირჩია და იმის შემდეგ იტანს,“- წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.
კომენტარები