პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება და გააგრძელებს მუშაობას – განაცხადა ვიცე–პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, პრემიერი ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით კარგად ახერხებს ქვეყნის ინტერების დაცვას.
„აბსოლუტურად არასერიოზულია, მომიტევეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ქვეყნის ინტერების დაცვას ახერხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით კარგად ამ რთულ ვითარებაში. ქვეყნის ინტერესია ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური კეთილდღეობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტი კეთილდღეობის შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ამოცანებს ასრულებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და შესაბამისად ის რა თქმა უნდა იქნება და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას”, – თქვა დავითაშვილმა. სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.
კომენტარები