ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
NYT, CNN და სხვა ანალიტიკური წყაროები აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აშშ-ისრაელი-ირანის კონფლიქტის საომარი მოქმედებების შეჩერების მომენტისთვის ირანმა შეინარჩუნა რაკეტების 70%, გამშვები დანადგარების 60%; უპილოტოების 40%. საომარი მოქმედებების დროს ირანმა ესროლა:
1. ისრაელს- 650 რაკეტა და უპილოტო თვიმფრინავი;
2. ემირატებს – 563 რაკეტა და უპილოტო თვიმფრინავი;
3. კუვეიტს – 265 რაკეტა და უპილოტო თვიმფრინავი;
4. კატარს – 215 რაკეტა და უპილოტო თვიმფრინავი;
1. ბაჰრეინს – 194 რაკეტა და უპილოტო თვიმფრინავი;
2. საუდიის არაბეთს – 135 რაკეტა და უპილოტო თვიმფრინავი;
სულ 2022 რაკეტა და უპილოტო თვიმფრინავი;
აშშ-ს დაზვერვის მონაცემებით ირანის რაკეტების და გამშვები დანადგარების მარაგის დიდი ნაწილია აღდგენადია მიწისქვეშა საცავებიდან. მარტივი არითმეტიკული გამოთვლები გვიჩვენებს, თუ New York Tiames -შ მოყვანილი მონაცემები იმის თოაბაზე, რომ ირანმა შეინარჩუნა რაკეტების 70%, სწორია, გამოდის, რომ ირანს დარჩა ახლო (იყენებს არაბული ქვეყნების წინააღმდეგ) და საშუალო სიშორის (იყენებს ისრაელის წინააღმდეგ) 4500-5000 რაკეტა და ათასობით დრონი.
ისრაელის გარეთ ჰაერსაწინაააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო ირანიდან გაშვებული საჰაერო სამიზნეების 90 %. ერთი ირანული რაკეტის ჩამოსაგდებად აშშ და მისი არაბი პარტნიორები საშუალოდ, Patriot-ის ორ საზენიტო რაკეტას იყენებდნენ. შესაბამისად ისრაელის გარეთ ირანული რაკეტების წინააღმდეგ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა გამოიყენეს ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 2000 – დან 2500 – მდე საზენიტო რაკეტა. Patriot-ის რაკეტები (PAC-3) ძალიან ძვირიa და მისი წარმოება შეზღუდულია. კონფლიქტის დასაწყისიდან ირანული რაკეტების ჩამოსაგდებად აშშ-მ და ყურის ქვეყნებმა გამოიყენეს მათ ხელთ არსებული საზენიტო მარაგების ნახევარი ან მეტი, მათ შორის THAAD-იც რომლებიც 3-4-ჯერ ძვირია, ვიდრე Patriot-ის PAC-3-ი.
THAAD-ის გამოყენება კიდევ უფრო მტკივნეულია მარაგებისთვის — წარმოება ძალიან შეზღუდულია (წელიწადში რამდენიმე ათეული ცალი). ამერიკელები Patriot-ის PAC-3-ის წარმოებასაც ზრდიან, მაგრამ მოთხოვნა მაინც აღემატება მოთხოვნილებას. ეს იმ პირობებში, როცა აშშ-მ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა ომის დაწყებიდან დახარჯეს მათ განკარგულებაში არსებული საზენიტო რაკეტების მარაგის ნახევარზე მეტი.
როგორც ჩანს, საზენიტო რაკეტების მარაგების შემცირება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ამ კონფლიქტის დროს, არაბულმა ქვეყნებმა (განსაკუთრებით UAE-მ) უპრეცენდენტო ნაბიჯები გადადგეს და ისრაელისგან პირდაპირ ითხოვეს თანადგომა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში. ნათანიაჰუს და ემირატების პრეზიდენტის, მოჰამედ ბინ ზაიედის სატელეფონო საუბრის შემდეგ ემირატებმა მიიღეს „რკინის გუმბათის“, ისრაელის ყველაზე ცნობილი და ეფექტური მოკლე დისტანციის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Iron Dome (ეფექტურობა 85 -95%) და მათ სამართავად გაიგზავნა რამდენიმე ათეული ოპერატორი (ისრაელის ჯარისკაცები). ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელმა Iron Dome და საკუთარი ჯარისკაცებიც სხვა ქვეყანას გაუგზავნა. გარდა ამისა, ემირატებმა მიიღეს Iron Beam-ის (ლაზერული) სისტემის ვერსიაც და სხვა დამხმარე ტექნოლოგიები. ძალიან მაღალ ეფექტურობასთან ერთად Iron Dome და მისის რაკეტები ბევრად (ჯერადობით) უფრო იაფია, ვიდრე Patriot ან THAAD
ამ რიცხვების გაცნობის შემდეგ, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საომარი მოქმედებების აქამდე არსებული ინტენსივობით გარძელების შემთხვევაში ამერიკელებს უფრო ადრე დაუმთავრდებოდათ საზენიტო რაკეტები, ვიდრე ირანს ახლო და საშუალო სიშორის რაკეტები თუ დრონები. შესაბამისად, აშშ-ს თავისი ჯარების და პარტნიორი არაბული ქვეყნების დასაცავად გაცილებით მეტი საზენიტო რაკეტა ჭირდება, ვიდრე ახლა აქვს. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკამ შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები და ორმუზის ყურის ბლოკადით ირანის ეკონომიკურად მოხრჩობა გადაწყვიტა.
















კომენტარები