• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ ქალმა საკუთარი შვილის სასტიკი მკვლელობით გაუკუღმართებული ღირსება დაიცვა, რომელსაც საზოგადოება ახვევს თავს ქალებსაც და კაცებსაც“ – ჩერგოლეიშვილი ფოთში მომხდარ ფაქტზე

ალია ავტორი - ალია
16:38 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფოთში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, დედამ ჩვილი გაგუდა შემდეგ კი საკანალიზაციო მილში ჩააგდო.

“ის რომ დედა ჩვილის მკვლელი გახდა, ქალის მეორე ხარისხოვან როლს უკავშირდება ამ ქვეყანაში.
ეს სამარცხვინო ღირსების მკვლელობაა!

შვილის სასტიკი მკვლელობით გაუკუღმართებული ღირსება დაიცვა, რომელსაც საზოგადოება ახვევს თავს ქალებსაც და კაცებსაც
ჩვენს საზოგადოებაში ქალი მისი ოჯახის ღირსების განმსაზღვრელი ნივთია.
ამიტომ მაქვს ჯიხადი გამოცხადებული მათ მიმართ, ვინც გაჩუმებას მთხოვდა იმიტომ რომ ვიღაცის ცოლი ვარ, იმიტომ
რომ ქალი ვარ და კაცებს უნდა ვაცადო.
ჩემ გამო არ ვერჩი – მე ვერ მომერევიან, მათზე ჭკვიანი ვარ, მათზე ძლიერი და ძლიერი ზურგი მაქვს – ჩემი ოჯახი.
მაგრამ მათი დამოკიდებულება უამრავი მკვლელობის და უამრავი ადამიანის ცხოვრების დასახიჩრების საფუძველი ხდება.
ამიტომ მინდა მორალურად გავანადგურო ყველა, ვინც ქალის როლს მეორეხარისხოვნად აღიქვამს და ცოლის ლეგიტიმურ აქტიურობას, ქმრის კომპრომატად აღიქვამს.
“ღირსების მკვლელობის ერთერთი განმაპირობებელი სტატუსის დაკარგვის შიშია.
იქ, სადაც ღირსების მკვლელობები ნორმაა, ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას საზოგადოების წევრები ნაკლებ პატივს სცემენ და პათოლოგიურად ეშინიათ იმ სახის დაკარგვის, რა სახის ქონასაც მათ საზოგადოება აიძულებს.
სახის დაკარგვისა და სოციალური ჯგუფიდან გარიყვის შიში მათ ძალიან მკაცრად გაწერილი სოციალური რეგლამენტის დაცვას აიძულებს.
ასეთ საზოგადოებებში სოციალური იდენტობის მოპოვება/შენარჩუნების და სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ მავანი სხვა სიცოცხლის განადგურების,- ან სამუდამო დასახიჩრებისთვისაც კი მზადაა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved