„ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:
“ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს თქვენთან, ოღონდ მანამდე მინდა გითხრათ, რომ ეს კითხვა, არც რომელიმე პარტიას, ორგანიზაციას, ან პიროვნებას არ ეხება და კუდებს ნუ მოაბავთ!
თუ მაგალითათ ნაცები, ევრონაცები, ლელო და სხვა პარტიები თუ პიროვნებები, რომლებიც ღიად დეკლარირებენ რომ საქართველოს ხსნა ევროპასთან, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაშია, ამ პოზიციის გამო ხომ არიან მედასავლეთეეები? არიან!
ასევე ის კატეგორია, ვინც ნეიტრალიტეტის მომხრე კი არა არის, ან მხოლოდ იმას კი არ ამბობს რომ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, არამედ, ღიად დეკლარირებს, რომ საქართველოს ხსნა რუსეთთან ურთიერთობაშია და აქ რუსული ბაზები უნდა იყოს და ევრაზიულ კავშირშიც გავწევრიანდეთ, ამ პოზიციის გამო რუსეთუმეები რატომ არ არიან და ეს ტერმინი რატომ სწყინთ?
გთხოვთ კორექტულად დაწეროთ თქვენი აზრი!”
კომენტარები