„მე ვიცნობ მარიამს, მე მადლიერი ვარ მისი… ნამდვილად გმირი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი… ჟურნალისტებს რომ არ გაეშუქებინათ თითოეული ჩვენი წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯი ხომ არ გეცოდინებოდათ ჩვენი არსებობა? “ – ამის შესახებ მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის ფოტოს ავრცელებს.
მისი თქმით რომ არა ჟურნალისტები, ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობას აზრი არ ექნებოდა:
„ჟურნალისტები რომ არა, ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობას ხომ აზრი არასდროს ექნებოდა, ჟურნალისტებს რომ არ გაეშუქებინათ თითოეული ჩვენი წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯი ხომ არ გეცოდინებოდათ ჩვენი არსებობა? რამდენჯერ დაგვხმარებიან ჟურნალისტები? მე ვიცნობ მარიამს, მე მადლიერი ვარ მისი… ნამდვილად გმირი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი…
მარიამ მალე გამოჯანმრთელდი გთხოვ!
ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართველი ხალხი!
ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?“ – წერს ნინი შერმადინი.
კომენტარები