სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი:
“ამ პატარა საოცრებას ჯერ ყურები დააჭრეს, შემდეგ კი როცა ჭირი შეხვდა, მიატოვეს…
ერთმა მამაომ როცა გაიგო ამის შესახებ, წამოიყვანა და დაუწყო მკურნალობა.
სამწუხაროდ ძალიან მძიმე ჭირის ფორმა აქვს… გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ რატომღაც მჯერა რომ უნდა გადარჩეს.
ალბათ ამ პატარას მიმტოვებელი დღეს დიდი ყანწით ან განსხვავებული სასმისით დალევს უფლის სადიდებელს, ბარბარობას მიულოცავს სუფრასთან მსხდომებს და ნაბახუსევი მშვიდად დაიძინებს.”

კომენტარები