• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ ორი ადამიანის ტანდემი “ოცნებას” შიშველს დატოვებს და მათ ვერც ბიზნესმენი ივანიშვილი მოუხერხებს რამეს – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:12 06-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს:

გახარია-კალაძის ტანდემი შეიძლება ისე საინტერესოდ გამოიყურებოდეს, რომ შეუძლია „ქართული ოცნების“ საბოლოო ჩამოშლა, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ ტანდემს, შექმნის შემთხვევაში, ვერც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მოუხერხებს რამეს,

ეს თეორიულად შესაძლებელია, ეს მართლა იქნება უძლიერესი სვლა, რაც საბოლოოდ დაასამარებს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გახარიას და კალაძეს ერთად შეუძლიათ „ქართული ოცნების“ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა გადმოქაჩონ აქეთ და „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დატოვონ შიშველი.

გიორგი გახარიას გზავნილები, მათ შორის ისინი, რომლებიც 31 მაისს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ელექტორატზე და გიორგი გახარიაც, საბოლოო ჯამში, არის „ქართული ოცნების“ „თავის ტკივილი“. ანუ მისი ელექტორატი მიჰყავს. მისი პოზიციონირება არანაირად არ გულისხმობდა დანარჩენ ოპოზიციასთან კონკურენციას. ეს მოცემულობა დრამატულია იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“, ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტის მობილიზება.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პოტენციალი საარჩევნო ხმების 0-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს:

0-ს ვამბობ იმიტომ, რომ გახარიას რეიტინგი დღევანდელი მაინც არის ეგრეთ წოდებული მოლოდინის რეიტინგი და ეს იმდენად მყიფე პარამეტრია, რომ რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო მაღალია იმედგაცრუების რისკი. და ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს და ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე. სრულიად ცხადია, რომ ახლა დაიწყება მასზე მასირებული ორმხრივი შეტევა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან და მან ეს განსაწმენდელი უნდა გაიაროს. ჯერ არ არის ზუსტი პასუხი იმაზე, რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას… მომავალი ერთი თვე იქნება ჩემის აზრით გადამწყვეტი, რის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ მის რეალურ შესაძლებლობებზე. ეს შესაძლებლობები ამ ეტაპზე ვერ იქნება სახელისუფლებო პრეტენზიის, თუმცა 10-15 პროცენტი ეს ძალიან ბევრია. უნდა გვესმოდეს, თუ დღევანდელ ვითარებაში მან მოახდინა სტაბილიზაცია და გარკვეული ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი გახდა,10 პროცენტიც რომ აიღოს, ეს 10 პროცენტი უკვე ოქროს გასაღებია იმისათვის, რომ მან მომავალ მმართველ კოალიციაში თავისი ადგილი დაიკავოს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved