საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე:
ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 30 დღეში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები, მაგალითად, იმ ვიტამინების, რკინების და მინერალების, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა, ათვისება კუჭიდან ვეღარ ხდება, ამიტომ ნემსების გაკეთება უწევთ.
მეორე, სხვა დაავადება რომ დაგემართოთ და წამალი, რომელიც კუჭში უნდა იყოს შეწოვილი, სად შეიწოვება, როცა კუჭი არ გაქვთ? ანუ, წამლის მიუღებლობა ხდება.
ბევრი გართულებებია უშუალოდ ოპერაციის პროცესშიც.
ბარიატრია უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა წონა რისკია და გკლავთ.
კომენტარები