• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მრავალსაფეხურიან ბოდვას დავშლი ახლა” – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
01:21 06-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,510

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:

“არაფერი გვეშველება” სერიიდან.

რაღაც ვიდეო ჩამიგდო მეგობარმა და მაგაზე უნდა მოგიყვეთ.

მოკლედ, ამ ვიდეოში ერთი ტიპი ამბობს, რომ ტრამპმა “კენედის ფაილები” გამოუშვა, რომლითაც მტკიცდება რომ “საერთაშორისო ებრაელობამ”, “მოსადმა” და “შინ ბეთმა” მოკლა კენედიც და ზვიადიც – “გლობალისტებისთვის” ხელი რომ არ შეეშალათ იმიტომო.

თან თურმე კენედის მკვლელობაში გარეული იყო ჯორჯ ბუშ უფროსი და ჯო ბაიდენი. და კენედის შვილიც, ჯონ კენედის ვაჟი, მოკლესო. და ბოლოში ამბობს, მოსაკლავად დამსდევს “მოსადი”-ო.

ამ მრავალსაფეხურიან ბოდვას დავშლი ახლა.

1) “შინ ბეთი ” ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტოა და რომც დავუშვათ რომელიღაც ბოდვით აშლილობაში, რომ დაარსებიდან მე-15 წელს ამერიკის პრეზიდენტი “გააგორეს”, უბრალოდ არაა მაგათი საქმე. ეს იგივეა რუსეთის შსს ატარებდეს საზღვარგარეთ “ოპერაციებს”;

2) გლობალისტებისთვის წარმოადგენდა საფრთხესო – “გლობალიზაცია” მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის და ჩინეთში “საბაზრო რეფორმების” მერე გახდა შესაძლებელი. მხოლოდ მერე შეიძლებოდა რუსული ნავთობით და ამერიკული მიკროსქემებით ჩინეთში პირობითად “აიფონის” წარმოება. კენედი მოკლეს 1963 წლის 22 ნოემბერს (ეს თარიღი კიდევ რამდენჯერმე დაგვჭირდება). მის მკვლელობას “გლობალისტებთან” ისევე არანაირი კავშირი არ აქვს, როგორც გაიუს იულიუს კეისარს მკვლელობას. ბრუტუსს რომ დააბრალო ახლა “გლობალიზაციასთან” კავშირი.

3) კიტოვანი და ჯაბაც ალბათ გადატრიალდებიან, ვინმემ რომ უთხრას რომ “გლობალიზაციის” გამო მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება.

4) კენედი უფროსი და ჯორჯ ბუშ უფროსს რაც შეეხება. კენედი მოკლეს 1963 წლის 22 ნოემბერს, ბუში ბიზნესიდან პოლიტიკაში არ წასულა 1964 წლამდე. რა ჯანდაბად ვინ გარევდა ან თავად რატომ გაერეოდა ეგრევე პრეზიდენტის მკვლელობაში. გაცილებით გვიან გახდა ბუში CIA უფროსიც (1976 წელს), ვიცე-პრეზიდენტიც (1981) და პრეზიდენტიც (1989).

5) ბაიდენი – აქ საერთოდ სისულელე გამოდის. ბაიდენი არის დაბადებული 1942 წლის 20 ნოემბერს. 1963 წლის 22 ნოემბერს 2 დღის გამხდარი იქნებოდა 21 წლის. ანუ, ამერიკის კანონებით 2 დღეა რაც ლუდის ყიდვის უფლება მოიპოვა და ტიპი კენედის მკვლელობაში იყო ჩართული? 21 წლის და 2 დღის ასაკში? გულთგონთხართა?

6) კენედი უმცროსის სიკვდილს რაც შეეხება – “გლეხურად” რომ ვთქვათ, ღამით ფრენისას ცა და მიწა აერია ერთმანეთში. ინგლისურად spatial disorientation ჰქვია ამას – სივრცითი დეზორიენტაცია.

7) თავად “კენედის ფაილებს” რაც შეეხება – 2025 წლის 18 მარტიდან დღემდე გაასაჯაროეს “კენედის ფაილების” 78.000 გვერდი. ახლა ივნისია. ანუ, გამოდის რომ ვიღაცამ “მზიური საქართველოდან” 3 თვეში წაიკითხა 78.000 გვერდი. თვეში 26.000 გვერდი და მივიდა ამ “გენიალურ” დასკვნებამდე.

8) ბოლოში ამ ვიდეოს ავტორი ამბობს “მოსადი” ფიზიკური მოსპობით, ლიკვიდაციით მემუქრებაო. ანუ, “მოსადმა” ირანში მოკლა მთელი გენშტაბი, მიაყოლა ირანის მთელი დაზვერვა და 20-მდე ბირთვული მეცნიერი და ვიღაც ლაშას ვერაფერს უშვრება გლდანის მიკროში?!!. და “დიფ სტეიტმა” ვერ მოარყია კიდევ წილოსანი, კობახიძე და მოროშკინა.

დასკვნის სახით – ამ ვიდეოს აქვს 1200 გაზიარება “share” და 3.300 მოწონება “like”. .ამ სტატუსს ექნება ჰა და ჰა 300 მოწონება. იმიტომ რომ საღი აზრი და სიმართლე ყოველთვის ნაკლებად პოპულარულია ჩვენთან.

და არა მარტო წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა გვიჭირს და განათლებაში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, პლიუს გვიჭირს ძალიან კონკრეტულ რამეში, რასაც ჰქვია კრიტიკული აზროვნება და ცალკე ტერმინიცაა “ინტერნეტ წიგნიერება”. ფინეთში ასწავლიან თუ არ ვცდები ცალკე საგნად სკოლებში.

“ინტერნეტ წიგნიერება” დაგვეხმარებოდა ინტერნეტში გავრცელებული 1000 ჯურის ბოდვის და სისულელის გარჩევაში და თავიდან არიდებაში.

საშუალო სტატისტიკურ ფინელს კი ვერ დააჯერებ ვერც “დიფ სტეიტს” და ვერც “გლობალური ომის პარტიას”, მოვა და კორუფციაზე და უეცრად გამდიდრებულ მინისტრებზე თუ მერიის თანამშრომლებზე მოგთხოვს პასუხს.

საშუალო სტატისტიკურ ქართველს კი დააჯერებ ყველანაირ “დიფ სტეიტს”. ზემოდან “რეპეტედ” “ჯო ბაიდენის მიერ კენედის მკვლელობასაც” დაუმატებ და სოფელიც აშენდება.

ჭირი იქა, ლხინი აქა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved