• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მოთხოვნით ივანიშვილს ექნება უკან დახევის სივრცე ისე, რომ კრიზისი დროებით მაინც გადაწყვიტოს და სანაცვლოდ, ქვეყნიდან გაქცევა არ მოუწიოს”– გრიგალაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:55 03-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,225
პარტია, გირჩი–მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
სამართლიანი და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება ივანიშვილისთვის ნიშნავს ძალაუფლების ნებით დათმობას – ამის შანსი არ არსებობს და ეს არის ფაქტი.
თუ ივანიშვილი ძალაუფლებას ნებით არ თმობს, ანუ არ გვაბარებს სუსს და ცესკოს და არ ნიშნავს ახალ არჩევნებს, საჭიროა რევოლუცია – ამ წუთას ხალხში ამის მზაობა, ოპოზიციაში შესაბამისი რესურსი, ხოლო დასავლეთიდან ადეკვატური წნეხი(არაა მაგნიცკის სია) არ არსებობს და ესეც არის ფაქტი.
თუმცა, არსებული პროტესტი ივანიშვილისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დისკომფორტია და ჩვენ გვაქვს სავაჭრო ძალაუფლება, რომელიც შეგვიძლია უფრო რეალისტურ მოთხოვნებში გადავთარგმნოთ – ისეთში რომელთა შესრულებაც ივანიშვილისთვის ავტომატურად ძალაუფლებას დათმობის ტოლფასი არ იქნება და კომპრომისის შანსს გააჩენს.
ასეთი მოთხოვნებია:
– პოლიტპატიმრების გათავისუფლება (კვლევების თანახმად ამ მოთხოვნას საზოგადოების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, ახალ არჩევნებს 60-ზე ოდნავ მეტი),
– რეპრესიული კანონების და ჯარიმების გაუქმება,
– სამართლიანი არჩევნები, მაგრამ არა საპარლამენტო. 7 თვეში ადგილობრივი ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები წესებით, სადაც ოპოზიცია, შეცდომებზე გადააზრებით, გამოიყენებს დიდი ქალაქების უპირატესობას.
თითოეული ეს მოთხოვნა ჩვენ მოგვცემს ამოსუნთქვის და რეჟიმის ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრის შანსს.
პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება.
ასევე, ივანიშვილს ექნება უკან დახევის სივრცე ისე, რომ კრიზისი დროებით მაინც გადაწყვიტოს და სანაცვლოდ, ქვეყნიდან გაქცევა არ მოუწიოს.
მე მეშინია, რომ თუ მანევრირებას არ მოვახდენთ, გაზაფხული ავტომატურად არ მოიტანს რევოლუციას, ზაფხულში ხალხი დასასვენებლად წავა, ხალხს გამოფიტავს რეპრესიები და ეს საპროტესტო ტალღაც მიილევა. მეშინია რომ 2 თვეში 0 სავაჭრო ბერკეტი დაგვრჩება ბიძინასთან და პოლიტპატიმრების გამოშვება მხოლოდ მის კეთილ ნებაზე გახდება დამოკიდებული.
თუკი იმას ვიზამთ რაც დავწერე, ამაზე იმუშავებს მთელი ოპოზიცია და ტელემედია, ვფიქრობ დიდი შანსია გაზაფხულიდან რეალურად გაიაზრდოს საპროტესტო ტალღა, მრავალათასიანი აქციები დავაბრუნოთ და დავდოთ შედეგი.
თუ ვინმეს რევოლუციის გეგმა გაქვთ მითხარით, მოგეხმარებით, თქვენთან ერთად ჩავდგები წინა რიგებში, არასდროს დამიხევია უკან.
პ.ს. ტელევიზიებში ბევრისგან მოისმენთ რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მთავარია რეჟიმის არაღიარება შევინარჩუნოთ და ბიძინა მალე გაიქცევა – ვისაც ამის მოსმენა გინდთ ჩასქროლეთ, მე მგონია მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენაა საჭირო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved